უფრო სწორედ, გალფი ლე მანის პროტოტიპების კლასს, კონკრეტულად კი LMP2 კლასს დაუბრუნდება, სადაც ის პარტნიორობას ბრიტანულ გუნდ Tockwith-ს გაუწევს. წელს 50 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც Gulf Oil-ი პირველად ჩაერთო ლე მანის 24-საათიან რბოლაში.

Tockwith Motorsport-ის (TMS) ეკიპაჟში (Ligier JS P217-Gibson), რომელიც Gulf-ის ცისფერ და ფორთოხლისფერ ფორმაში გამოეწყობა, ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, ინდოელი კარუნ ჩანდჰოკი, ასევე ბრიტანელები ნაიჯელ მური და ფილ ჰენსონი (თინეიჯერი) იასპარეზებენ. სხვათა შორის, LMP2-ის გარდა, Gulf-ი ასევე გააგრძელებს გამოსვლას GTE Am კლასში, სადაც Porsche 911 RSR-ით იასპარეზებს.

„ძალიან სასიხარულოა, რომ TMS-ის მანქანა Gulf-ის ლეგენდარულ ლურჯ და ფორთოხლისფერ ფორმაში გამოეწყობა და ამ კომპანიის ლე მანზე მონაწილეობის 50 წლის იუბილეში მიიღებს მონაწილეობას. ბავშვობიდან ვუყურებდი რბოლებს და ვქომაგობდი Ford GT40-ს, Porsche 917-ს, Mirage-ს და McLaren-ს, რომლებიც სწორედ Gulf-ის ფორმით ასპარეზობდნენ. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ „გალფის“ სახელოვან სარბოლო ისტორიაში მცირე თავს ჩვენს ჩავწერთ“, – ამბობს Tockwith-ის შეფი საიმონ მური.

ლე მანის გარდა, „გალფის“ ფერებით „ტოკვითი“ ლე მანის ევროპულ სერიაშიც იასპარეზებს და სეზoნის ბოლოს, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის რამდენიმე რბოლაშიც მიიღებს მონაწილეობას.

Gulf-ი პირველად ლე მანის 24-საათიან რბოლაში 1967 წელს გამოჩნდა. შემდგომ ორ სეზონიში კი, Ford GT40-თან ერთად, ამ ლეგენდარული რბოლის გამარჯვებული გახდა. „გალფის“ ფერები განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც გამოვიდა ფილმი „ლე მანი“, სადაც მთავარ როლს სტივი მაკქვინი ასრულებდა. ფილმში წინა წლების რბოლების კადრები უხვად იყო გამოყენებული და რა თქმა უნდა, იმ კადრებში Gulf-იც ხშირად ჩანდა. თვითონ ფილმში, მაკქვინის პერსონაჟი მაიკლ დელანი Porsche 917K-თი ასპარეზობს, რომელიც ასევე Gulf-ის სარბოლო ფერებშია გაფორმებული.