ბოლო თვეების მანძილზე ნავთობკომპანიების ქსელში საწვავის ფასი რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცა. საერთო ჯამში ზაფხულიდან მოყოლებული საწვავი 55-60 თეთრით გაიაფთა.

მას შემდეგ რაც კომპანია გალფმა მომხმარებლებს მომენტალური ფასდაკლების და ქულების დაგროვების ბარათი შესთავაზა, გალფი ბაზარზე საწვავის საკმაოდ კონკურენტული ფასით წარსდგა. გარდა ამისა გალფი დამატებითი ფასდაკლების აქციას აგრძელებს, რომლის ფარგლებში მომხმარებელი 7 დან 10 თეთრამდე ფასდაკლებას იღებს.

დღეს Gulf Club ბარათების მფლობელების ფასის მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

stella (1)

როგორც კომპანია გალფში აცხადებენ, დღეს საწვავზე საუკეთესო ფასს თავაზობენ იმ მომხმარებლებს, რომლებმაც უკვე მიაღწიეს Gulf Club-ის მაქსიმალური ფასსდალების სტატუსს.

Gulf Club-ის ფასდაკლების და დაგროვების ბარათი უფასოდ გაიცემა გალფის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე.