ოღონდ, ასეთი სახით, ამ ავტომობილს გვთავაზობს არა მისი შემოქმედი Ford-ი, არამედ ბრიტანული კომპანია Superformance, რომელიც ლეგენდარული ავტომობილების აღდგენაზეა სპეციალიზებული. პრინციპში, ეს კომპანია მყიდველს ანტიკვარული ავტომობილების თანამედროვე ვერსიებს სთავაზობს. მის მიერ შესრულებული GT40, არც მეტი, არც ნაკლები, 102 500 გირვანქა სტერლინგი ღირს.

ორიგინალური GT40 მილიონები ღირს, ახალი GT-ის პირველი ორი წლის ტირაჟზე შეკვეთები ამოწურულია. სწორედ ამ დროს სთავაზობს Superformance და მისი მფლობელი კომპანია Le Mans Coupes მყიდველს თავის ავტომობილს. და უნდა ითქვას, ზემოთ ნახსენებ ფონზე, საკმაოდ იაფადაც, რადგან ახალი GT 400 000 დოლარზე მეტი ღირს.

Superformance GT40

როგორც Le Mans Coupes-ი აცხადებს, რომ მისი ავტომობილის კომპონენტების დაახლოებით 70 პროცენტი, ორიგინალური GT40-თან თავსებადია. მისი შასი მონოკოკური აგებულებისაა და მისი გაბარიტებიც ორიგინალური GT40-ის შასის ტოლია. საინტერესოა, რომ გაცოცხლებულ სუპერ ავტომობილს, რომელმაც 50 წლის წინათ ლე მანის 24-საათიანი რბოლა პირველად მოიგო, სამხრეთაფრიკული კომპანია Hi-Tech Automotive-ის ფაბრიკა ამზადებს. ის კომპანია, რომელიც ასევე სუპერ ავტომობილ Noble M12 GT-ს აწარმოებს.

კიტქარებისგან და რეპლიკებისგან Superformance GT40 იმით გამოირჩევა, რომ ამ ავტომობილს რიგითი ნომრები აქვს, რომლებსაც Shelby American-ის მსოფლიო რეგისტრაცია აღიარებს. რაც მთავარია, ბრიტანულ კომპანს ამ ავტომობილის წარმოების უფლება, თვით სავაჭრო ნიშან GT40-ის მფლობელი Ford-ისგან აქვს მიღებული.

ავტომობილი აღჭურვილია Bilstein-ის ზამბარა-ამორტიზატორების წყვილებით, მის ოთხივე ბორბალს ემსახურება დისკური ვენტილირებული მუხრუჭები, რომლებიც Wilwood-ის ოთხცილინდრიანი დამჭერებით არის დაკომპლექტებული. პედლების კვანძი რეგულირდება, სალონში ორიგინალური ფორმის სავარძლები დაგხვდებათ, წინა და უკანა საკიდარი სრულიად დამოუკიდებელია.

მყიდველს შეუძლია აარჩიოს MKI და MKII ვერსიები. ამასთან, ავტომობილი შეიძლება იყოს მარცხენა ან მარჯვენა საჭით. ფართო არჩევანია ძრავების მხრივ. ყველა მათგანი არის Roush-ის წარმოების სარბოლო V8, რომელთა მუშა მოცულობა 5.6-დან 7.0 ლიტრამდეა. რაც შეეხება ტრანსმისიებს, აქ მყიდველი ZF-ის და Quaife-ის კოლოფებს შორის აარჩევს მისთვის სასურველ ვარიანტს.

Superformance GT40-ს ყვლაზე მძლავრი ვერსია, ადგილიდან ასის აკრეფას 3.7 წამშ ახერხებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 330 კილომეტრს აღწევს. ლე მანის 1966 წლის გამარჯვებულ GT40 MkIIA-სთან შედარებით, Superformance-ს ვარიანტი 127 კილოგრამით მსუბუქია. ამასთან, მისი წონაც სხვა პროპორციებით არის განაწილებული.