თბილისში, ბელიაშვილის ქუჩა 19-ში HAVAL–ის პირველი ავტოსალონი გაიხსნა. საქართველო შედის იმ ქვეყნების ხუთეულში, სადაც წარმოდგენილია უმსხვილესი კონცერნის Great Wall-ის პრემიუმ ბრენდი HAVAL. თავდაპირველად საქართველოს საავტომობილო გზებზე გამოჩნდა ჰავალის სამი მოდელი, – H2, H6 და H9, შემოდგომაზე კი მათ შეუერთდებათ შანხაის ავტოსალონის სიახლე Haval H8.

ავტოსალონის გახსნის ცერემონიალზე პარიზში მოღვაწე ცნობილი უკრაინელი დიზაინერის ANNA OCTOBER-ის გრანდიოზული ჩვენება მოეწყო.

გახსნის ცერემონიალზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაეარათ რეგისტრაცია ტესტ–დრაივზე, ხოლო Haval-ის დირექტორმა ბესიკ ფიფიამHaval-ის სხვადასხვა მოდელების პრეზენტაცია აუდიო და ვიზუალური ფორმით წარმოადგინა.

1439031447020079

Haval H2 აღჭურვილია 4 ცილინდრიანი, 1.5 მოცულობის ტურბინიანი ბენზინის ძრავით, რომელიც უზრუნველყოფს 150 ცხენის ძალის გამომუშავებას. Haval H2-ი არის წინა წამყვანი თვლებით და მას აქვს ავტომატური გადამცემი სისტემა. მოდელის საბაზისო ვერსია აღჭურვილია, – ABS, EBD, BAS და ESP სისტემებით.

Haval H6 აღჭურვილია 4 ცილინდრიანი, 1.5 მოცულობის ტურბინიანი ბენზინის ძრავით და ის ავითარებს 147 ცხენის ძალის სიმლავრეს, ეს იმ პირობებში, როცა საწვავის მოხმარება 100 კილომეტრზე 8.5 ლიტრს არ აღემატება.

H9 ახალი თაობის შვიდადგილიანი სრულფასოვანი ყველგანმავალია, მისი სიგრძე 4.9 მეტრია. იგი აღჭურვილია 2.0 მოცულობის, 218 ცხენის ძალის სიმძლავრის ტურბინიანი ძრავით, H9–ს აქვს ექვს სიჩქარიანი, „ავტომატური“ (ZR) გადაცემათა კოლოფი.

1439031516174392

საქართველოში წარმოდგენილი H9-ის საბაზისო კომპლექტაცია მოიცავს, – ექვს უსაფრთხოების ბალიშს, ტყავის სალონს, წინა ელექტროსავარძლებს, სამზონიან კლიმატკონტროლს, აუდიო სისტემა Ifinity-ს, უკანა ხედვის კამერას, ბი–ქსენონებს, ლუქს, სინათლისა და წვიმის სენსორებს, ასევე, სრულ ელექტროპაკეტს.

Haval-ი არის უმსხვილესი კონცერნის, – Great Wall-ის პრემიუმ ბრენდი, რომელმაც შეცვალა წარმოდგენა ჩინურ ავტომობილებზე. მისი სამოდელო სპექტრი შედგება ეკონომიური ყველგანმავლებისა და კროსოვერებისგან.

საქართველოში Haval-ის ავტოსალონში მომხმარებლისთვის ძალიან ხელსაყრელი პირობებია შექმნილი, საუბარია ავტოგანვადებაზე. Haval-ის საკრედიტო პირობები უნიკალურია, ყველგანმავალი H9–ის შეძენის შემთხვევაში, ყოველთვიური გადასახადი მხოლოდ 270 დოლარია თვეში. ასევე, Haval-ის ყველა მოდელზე ვრცელდება 5 წლიანი ან 100 000 კილომეტრამდე გარანტია.