Gazoo Racing იაპონური გუნდია, რომელიც Toyota-ს ავტომობილების სპორტულ ვერსიებს აწარმოებს. მას დაახლოებით ისეთივე მისია აკისრია, როგორიც M-ს BMW-ს შემთხვევაში, ან AMG-ს Mercedes-Benz-ის შემთხვევაში.

ახლახანს Toyota-მ თავისი პარტნიორის მიერ წარმოებული ავტომობილები, სამ კატეგორიად დააჯგუფა. ესენია საწყისი GR Sport, საშუალო GR და ტემპერამენტიანი GRMN. გარდა ამისა, იაპონური კომპანია მალე გამოუშვებს სუპერ ავტომობილს, სახელად GR Super Sport, რომლის კონცეპტუალურ ვერსიასაც მალე, ტოკიოს ავტო შოუზე გაგვაცნობს. Toyota-მ ამ ავტომობილის ფოტო ტიზერი ინტერნეტით გაავრცელა.

ეს ის ავტომობილია, რომლითაც იაპონური კომპანია გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატსა და ლე მანის 24-საათიან რბოლაში იასპარეზებს. ცნობისთვის, Toyota ერთადერთი დიდი ავტომწარმოებელია, რომელიც ორივეში იასპარეზებს. ახლახანს მას ბოლო რეალური მეტოქე – Porsche გამოაკლდა. მოკლედ, ახალი სარბოლო პროტოტიპის კონცეპტუალურ ვერსიას Toyota ტოკიოში წარადგენს, მისი პირველი საბრძოლო გამოცდა კი ნურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში მოხდება.

ბევრი ელოდა, რომ უახლესი Supra-ს პრემიერა ტოკიოს, ან დეტროიტის შოუზე გაიმართებოდა, მაგრამ ცოტა მოცდა მოგვიწევს და მას ჟენევის მოტორ შოუზე ვნაცავთ.