Google სულ უფრო ინტენსიურად მუშაობს საავტომობილო სფეროში და მათ შორის, ინტერფეის Android Auto-ზე, რომლის ახალი ვერსიის შემუავებაც ახლახანს დაასრულა. ამჯერად პროგრამის შესაძლებლობებში შევიდა იმის საშუალება, რომ მისი დახმარებით შესაძლებელი იყოს ავტომობილის ისეთი სისტემების მართვა, როგორებიცაა კლიმატ კონტროლი, AM/FM რადიო, ასევე მაჩვენებლების ციფრული კლასტერები.

android-maserati-google-io-2016verge-4.0

ამ ფუნქციების დახმარებით, ავტომწარმოებლები თავიანთი ავტომობილების ინტერიერში უფრო დიდი ზომის ეკრანებს დააყენებენ, რომლებიც Android Auto-ს ინტერფეისის ფუნქციონირებას შეძლებს. ამასთან, მფლობელები ბევრი ფუნქციის ხმოვანი სიგნალით მართვითაც ისარგებლებენ. ამერიკული კომპანია თავის ტექნოლოგიას თანდათან დამოუკიდებელ პლატფორმად აყალიბებს, რომელსაც სმარტფონთან უკაბელო კავშირის უნარი გააჩნია.

Android Auto-ს აქვს დამატებითი სანავიგაციო ფუნქცია ვეიზ, რომელიც გზებზე სიტუაციის ლაივ რეჟიმში კონტროლი, მომხდარ საგზაო შემთხვევებზე ინფორმაციის მიღების, უახლოეს გასამართ სადგურებზე საწვავის ფასიის გაგების და ბევრ სხვა ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, Android Auto ავტომწარმოებლებს იმის საშუალებასაც აძლევს, რომ მისთვის საკუთარი დამატებები შეიმუშაონ. მაგალითად, შესაძლებელი იქნება მფლობელისთვის პერიოდული სერვისის შეხსენება, საჭიროებისას გზაზე დახმარების გამოძახება. სხვათა შორის, ასეთ დამატებებს უკვე აკეთებენ Honda და Hyundai.

android-maserati-google-io-2016verge-12.0

თავისი სიახლის წარსადგენად, გუგლმა Maserati Ghibli გამოიყენა, რომელსაც აქვს 15-დუიმიანი მულტიმედიური ეკრანით არის ეკიპირებული, რომელიც მაღალი გარჩევადობის ციფრული მაჩვენებლების კლასტერითაა დაკომპლექტებული. სისტემის პროცესორის ჩიპი Snapdragon 820 დამზადებულია Qualcomm-ის მიერ. გავრცელებული ინფორმაციით, ის Apple A9-სა და Samsung-ის Exynos 8890-ზე სწრაფია. დაბოლოს, Android Auto ხელმისაწვდომია, როგორც აპლიკაცია, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ანდროიდის მფლობელმა, ის ძველი მოდელის ავტომობილს მიუსადაგოს.

android-maserati-google-io-2016verge-3.0