ამერიკის საგზაო უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) Google-ს აცნობა, რომ გადაწყვეტილი აქვს, რომ ამ კომპანიის მიერ შემუშავებულ ავტონომიურ სისტემას, მანქანის მძღოლის სტატუსი მიანიჭოს. ასეთი ქმედების მიზეზი კი ისაა, რომ სააგენტოს სურს, ხელი შეუწყოს თვითმავალი ავტომობილების დამკვიდრებას.

„NHTSA მძღოლის ინტერპრეტაციას მისცემს Google-ს მანქანის კონსტრუქციას, რომელიც ავტონიმიური სისტემის სახელითაა ცნობილი. ჩვენ ვეთანხმებით Google-ს იმაში, რომ მათ თვითმავალ ავტომობილს შეიძლება არ ჰყავდეს მძღოლი, ამ სიტყვის ტრადიციული მნიშვნელობით, როგორც ეს ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოიხსენიება.“, – ნათქვამია NHTSA-ს განცხადებაში.

Google’s Autonomous3

როიტერსის ინფორმაციით, „გუგლმა“ ნოემბერში საპატენტო სააგენტოში ავტონომიური ავტომობილის კონსტრუქციასა და აღჭურვილობაზე განაცხადი შეიტანა. ავტომობილის მმართველი კომპიუტერის მძღოლად ცნობა, Google-ს და სხვა კომპანიებს, ავტონომიური ტექნოლოგიების განვითარების დაჩქარების საშუალებას მისცემს. იმავდროულად, NHTSA ხაზს უსვამს, რომ ახლანდელი რეგულაციები, უსაფრთხოების ეკიპირების ნაწილის შენარჩუნება საჭირო იქნება. მაგალითად, სამუხრუჭე სისტემისა, რომელიც ფეხით იმართება.

ამასთან, NHTSA-ში არ იციან, როგორ შეძლებს Google, რომ თვითმავალი ავტომობილის სერტიფიცირება შეძლოს იმ სტანდარტით, რომელიც ჩვეულებრივი ავტომობილების სერტიფიკაციისთვის არის საჭირო. ნებისმიერ შემთხვევაში, NHTSA-ს გადაწყვეტილება, ავტონომიური ავტომობილების დამკვიდრების საქმეში, წინგადადგმული ნაბიჯია.