ჯენერალ მოტორსმა განსაცვიფრებელი ზღვარი გადალახა – მე-500 მილიონე ავტომობილი გამოუშვა. ამ შედეგს ამერიკულმა ავტოგიგანტმა 106 წელიწადში მიაღწია. და ის ერთადერთი კომპანია, რომელმაც თავისი არსებობის განმავლობაში, ნახევარ მილიარდზე მეტი ავტომობილის გამოშვება მოასწრო. არადა, მასზე ხანდაზმული კომპანიებიც არსებობს.

გენერლებმა გადაწყვიტეს, რომ ამ მიღწევის აღსანიშნავად, ყველაზე სამართლიანი იქნებოდა, თუ სამადლობელ მიმართვას, თავიანთ ყველა მომხმარებელს მისწერდნენ. ამის გამო, კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა მერი ბარამ და „ჯენერალ მოტორსის“ ჩრდილოამერიკული შტოს და „შევროლეს“ პრეზიდენტმა ალენ ბეტიმ ეს მიღწევა მომხმარებლებთან, თანამშრომლებთან და დილერებთან ერთად აღნიშნეს.

საზეიმო ღონისძიება ფეარფაქსის (შტატი კანზასი) ამწყობ ქარხანაში გაიმართა. იქ მიიწვიეს ერაყის ომის ვეტერანი ტრენტ ბრაინინგი, ვისაც კომპანიამ უახლესი „შევროლე მალიბუს“ ფსევდო გასაღები გადასცა. ფსევდო იმიტომ, რომ ავტომობილი ჯერ კონვეიერზე არ დამდგარა – მას სწორედ კანზასის ქარხანა გამოუშვებს.

და ეს ყველაფერი არაა. ღირსშესანიშნავი მოვლნა „ოპელმაც“ აღნიშნა. ცერემონია რიუსელსჰაიმის ქარხანაში გაიმართა, რომელმაც არსებობის განმავლობაში, 68 მილიონი ავტომობილი გამოუშვა. საჩუქარი „ოპელმაც“ გასცა – მან თავისი ერთგული მომხმარებელი ანა კათარინა დიონისიუსი ახალი ავტომობილით დააჯილდოვა – მას უახლესი „ოპელ ზაფირა ტურერის“ გასაღები თვით „ოპელის“ მთავარმა აღმასრულებელმა, კარლ-თომას ნოიმანმა გადასცა.

Today at an event at Fairfax (Kansas) Assembly, GM CEO Mary Barra thanked customers for making possible the global production of 500 million GM-branded vehicles.

Today at an event at Fairfax (Kansas) Assembly, GM CEO Mary Barra thanked customers for making possible the global production of 500 million GM-branded vehicles.