დღემდე ალბათ არავის სმენია რამე იაპონურ კომპანია Green Lord Motors-ის (GLM) შესახებ. მაგრამ პარიზის მოტორ შოუზე, სწორედ ამ კომპანიამ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილი, ოთხადგილიანი კონცეპტუალური სუპერქარი G4 წარმოადგინა. კომპანია Sony-ს ყოფილ მთავარ აღმასრულებელ ნობუიუკი იდეის მიერ არის დაარსებული, G4-ს კი პარიზში „იაპონური ტესლა“ შეარქვეს.

glm-g4-paris-5

თავის პირველ ავტომობილზე მუშაობისას, GLM-ს პარტნიორობას ჰოლანდიური Savage Rivale უწევდა, რომელსაც ადრე ბენზინის ძრავით აღჭურვილი, მსგავსი გარეგნობის ავტომობილი აქვს შემუშავებული. სხვათა შორის, ის პროექტი 2009 წელს სტუდენტებმა შეიმუშავეს. მაგრამ პროექტი უსახსრობის გამო ვერ გაგრძელდა და ის იაპონელმა პარტნიორმა შეისყიდა, რომელმაც საკუთარი ელექტრომობილი დაააგო.

საინტერესოა, რომ G4-ის პროექტზე Nissan-ის და Toyota-ს ყოფილმა ინჟინრებმა იმუშავეს, რომლებსაც ელექტრომობილებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ. მათ ელემენტების ბლოკი წინა და უკანა ღერძებს შორის განალაგეს. სუპერ ავტომობილი ორი ელექტრო ძრავით აღიჭურვა, რომლებიც ჯამში 540 ცხენის ძალას და 1000 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებენ. ეს საკმარისია იმისათვის, რომ G4-მა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 3.7 წამში განავითაროს. ელემენტებიოს ბლოკის ტევადობა კი ავტომობილს 400 კილომეტრის გასავლელად ჰყოფნის.

აპირებს თუ არა G4-ის წარმოებას, ამის შესახებ GLM-ს პარიზის შოუზე არაფერი უთქვამს.