კომპანია Scuderia Glickenhaus-მ გადაწყვიტა, რომ თავის სარბოლო სუპერ ავტომობილ SCG 003-ის საგზაო ვერსია ამერიკაში კიტქარის სახით გაჰყიდოს. ეს ინფორმაცია გამოცემა „როუდ ენდ ტრეკმა“, ავტომობილის ექსკლუზიური ტესტ პროგრამის შემდეგ გაავრცელა. ამავე ინფორმაციით, ამის მიზეზი მარტივია – ავტომობილს აღარ მოუწევს ამერიკის აირბალიშების და ქრეშ ტესტების მკაცრი სტანდარტების დაკმაყოფილება, რადგან კიტქარებისთვის მათი დაკმაყოფილება სავალდებულო არ არის.

Glickenhaus-5SCG-003

ამის მიუხედავად, Glickenhaus SCG 003 არ იქნება ჩვეულებრივი კიტქარი. ეს არის ნამდვილი სარბოლო ავტომობილი, რომელიც საერთო სარგებლობის გზებისთვისაც მისადაგებული იქნება. ასეთ ავტომობილს სახელში აბრევიატურა CS დაემატება (SCG 003CS). C ნიშნავს „კომპეტიციონეს“, S კი – „სტრადალეს“. ანუ, შეგიძლიათ მასზე ვთქვათ, ნურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში მიიღოთ მონაწილეობა, რის შემდეგაც, ბოქსებში თქვენი გუნდი ძრავს და ძარის ზოგიერთ ელემენტს გამოუცვლის და შინ ამავე ავტომობილით დაბრუნდებით.

Glickenhaus-3SCG-003

SCG 003CS-ს საგზაო ვერსია აღჭურვილი Manifattura Automobili Torino-ს წარმოების 4.4-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავით, რომელიც 800 ცხენის ძალას და 800 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან წყვილში ის 7-საფეხურიანი ტრანსმისია მუშაობს, რომელსაც Koenigsegg-ი თავის ავტომობილებზე იყენებს. თუ ამ ავტომობილის მფლობელს სურს, რომ რბოლაში იასპარეზოს, მაშინ სტანდარტულ ძრავს, 3.5-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V6-ით შეცვლის, კოკპიტში ორ სარბოლო სავარძელს დააყენებს, ავტომობილს რამდენიმე აეროდინამიკური ელემენტით და უსაფრთხოების საშუალებებით აღჭურვავს და რბოლისთვის მზად იქნება. შინ დაბრუნების წინ კი ავტომობილზე ისევ V8 ძრავს დააყენებენ.

ასეთ ავტომობილს Glickenhaus-ი 1.3 მილიონ დოლარად ჰყიდის, სულ კი ასეთს მინიმუმ 10 ცალს გამოუშვებს.