ამერიკული კომპანია Scuderia Cameron Glickenhaus-ი წარმოებისთვის ამზადებს თავის სარბოლო ავტომობილ SCG003-ის საგზაო ვერსია 003 Stradale-ს, რომლის მსოფლიო პრემიერაც ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება. კომპანიამ თავისი საგზაო ავტომობილის პირველი ოფიციალური ფოტოები გაავრცელა და შეგვპირდა, რომ 003 Stradale ის ავტომობილი იქნება, რომელსაც მოსახვევების გავლისას ბადალი არ ეყოლება. დახვეწილი აეროდინამიკის წყალობით, საგზაო სუპერ ავტომობილი მოსახვევების გავლას 2G გადატვირთვის შემთხვევაშიც შეძლებს.

scuderia-cameron-glickenhaus-new-750hp-003-stradale2

ახალი ავტომობილი საგზაო კი არის, მაგრამ რეალურად, ის იმ სარბოლო ავტომობილის ოდნავ შეცვლილი ვერსიაა, რომელმაც თავის კლასში ნურბურგრინგის 24-საათიანი რბოლა მოიგო. შედარებისთვის, მსოფლიოს ერთ-ერთ უსწრაფესმა ავტომობილმა, Koenigsegg One:1-მა, სუზუკას ერთ-ერთი მოსახვევი, 180 კმ/სთ სიჩქარით გაიარა, რა დროსაც გვერდითმა გადატვირთვამ 1.72 G-ს მიაღწია.

scuderia-cameron-glickenhaus-new-750hp-003-stradale1

სხვათა შორის, ავტომობილის სახელში (იტალიური) სიტყვა სტრადალე საგზაოს ნიშნავს. ამ სიტყვას Glickenhaus-ი საგზაო ავტომობილებისთვის გამოიყენებს. სარბოლო მოდელებს კი Competizione-ს (შეჯბრი) არქმევს. კომპანიის პირველი ავტომობილი P4/5, რომლის დიზაინიც Pininfarina-მ შეიმუშავა, მხოლოდ ერთი ეგზემპლარი დამზადდა (Ferrari-მ დაამზადა) და ისიც მხოლოდ სარბოლო კონფიგურაციით.

scuderia-cameron-glickenhaus-new-750hp-003-stradale

კომპანია ამერიკული კი არის, მაგრამ მის ავტომობილებს კვლავაც იტალიაში დაამზადებენ. ამ საქმეს Manifattura Automobili Torino მიხედავს, რომელიც შეკვეთილ ავტომობილებს ხელით აწყობს. შასის უმეტესი ნაწილი და ძარა კარბონის კომპოზიტით დამზადდება. რაც შეეხება ძრავს, ესაა 4.4-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8, რომელიც 750 ცხენის ძალას აღწევს. ეს საკმარისია იმისათვის, რომ მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ იყოს, ადგილიდან ასამდე აჩქარება კი 3.0 წამზე ნაკლებში ესწრებოდეს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ასეთ ავტომობილს გამოუშვებს Scuderia Cameron Glickenhaus-ი და მათ რა ფასში გაჰყიდის.