SmartBox: ავტომობილებისადმი ინტერესი როდიდან გაგიჩნდათ?

მანქანები ბავშვობიდან მიტაცებს, ავტოსპორტს კი ცოტა მოგვიანებით 10-11 წლის ასაკში გავეცანი, როდესაც პირველად მოვხვდი რუსთავის ავტოდრომზე, წრიული რბოლის ერთერთ ეტაპზე.

SmartBox: ვინ გასწავლათ მანქანის მართვა?

მართვის პირველი საფეხურები მამაჩემმა მასწავლა.

SmartBox: რამდენი წელია უკვე ამ სპორტით ხართ დაკავებული?

3 წელია.

SmartBox: გაიხსენეთ თქვენი პირველი რბოლა

ჩემი პირველი რბოლა 2013 წელს იყო. ერთერთ წყვილთა რბოლის ეტაპზე ჩატარდა დრიფტიც, სადაც მეორე ადგილი ავიღე.

SmartBox: გვიამბეთ თქვენი მიღწევების შესახებ.

საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის პირველი წელი მესამე ადგილით დავასრულე (ერთი ეტაპი გამოვტოვე). გასულ სეზონზე ტექნიკური მიზეზების გამო მოყვარულთა კლასში გავაგრძელე ასპარეზობა და სამი ეტაპი მოვიგე. წელს გადავწყვიტე ცოტა სწორადაც მეარა და წყვილთა რბოლაშიც ვცადე ბედი და გავიმარჯვე (D კლასში), 29 მარტს მოვიგე თევზის თასიც, სულ ესაა ჯერჯერობით.

Javakhadze-2

SmartBox: ვინ არის თქვენთვის სამაგალითო მრბოლელი.

კონკრეტული არავინ, მომწონს Daigo Saito-ს სიარულის სტილი.

SmartBox: შეაფასეთ წლევანდელი საქართველოს ჩემპიონატის სეზონი.

გასულ წლებთან შედარებით პროგრესი აშკარაა, დრიფტერების სიარულის დონემ აიწია, ბევრად ახლოს დავდივართ ერთმანეთთან და უკვე შეუმჩნეველ ნიუანსებზე ვიწყებთ მუშაობას.

SmartBox: თქვენი საოცნებო რბოლა.

არ ვოცნებობ, ხშირად ვუყურებ D1GP-ს.

SmartBox: საყვარელი ავტომობილი.

Silvia / Mark II

SmartBox: ავტომობილი რომელიც გყავთ.

BMW E36

SmartBox: რას ურჩევდით მომავალ ავტომრბოლელებს?

არასოდეს დანებდნენ ( ჩემს მეტოქეებს არ გეხებათ : D )