SmartBox: ავტომობილებისადმი ინტერესი როდიდან გაგიჩნდათ?

რათქმაუნდა ბავშვობიდან მიყვარდა სათამაშო მანქანებით თამაში. თინეიჯერობის ასაკში მიტაცებდა ქუჩის რბოლები. 24 წლის ასაკში უკვე ვიყიდე Mitsubishi Evo 4 RS ვმონაწილეობდი სხვადასხვა შეჯიბრებებში.

SmartBox: ვინ გასწავლათ მანქანის მართვა?

მანქანის მართვა მამაჩემმა მასწავლა ვაზ 2106-ით. :)))

SmartBox: რამდენი წელია უკვე ამ სპორტით ხართ დაკავებული?

დაახლოებით 6 წელი.

SmartBox: რატომ აირჩიეთ ავტოსპორტის ეს მიმართულება (დრიფტი)?

ამის რამოდენიმე მიზეზია:
1. ყველაზე მეტად შეესაბამება ჩემი ტარების სტილს
2. ჩვენ ქვეყანაში ყველაზე ახალი სახეობაა და განვითარების პირველ საფეხურებს გადის.
3. ჩემი აზრით ყველაზე სწრაფად განვითარებადი მიმდინარეობაა.

SmartBox: შენ “ფრანკენშტეინზე” მოგვიყევი. რითია გამორჩეული სხვა „დრიფტქარებისგან“?

ერთადერთი დრიფტ BMW compact-ია საქართველოში
ყველაზე ბოროტი დრიფტქარია :))

Abuladze

SmartBox: შეფასეთ მიმდინარე ჩემპიონატი

ძალიან დიდი შრომა იდება ამ ჩემპიონატის ორგანიზებაში. რათქმაუნდა მცირე ხარვეზები არის, მაგრამ მთლიანეობაში ყველაფერი ნორმალურად ტარდება.
კონკურენცია დღითიდღე იზრდება. 5-8 ადგილზე ვარ ამჟამად ჩემპიონატში.

SmartBox: თქვენი პირველი რბოლა

ნუ გამახსენებ :))) რათქმაუნდა წავაგე და ამ წაგებამ “მომწამლა” ავტოსპორტით.

SmartBox: გვიამბეთ თქვენი მიღწევების შესახებ

2013 წელს მოვიგე 5 ეტაპიანი საქართველოს დრაგის ჩემპიონატი ყველაზე ძლიერ კლასში.
2014ში მესამე ადგილზე გავედი დრაგის ჩემპიონატში ასევე ყველაზე ძლიერ კლაშში.
2014ში მესამე ადგილზე გავედი დრაგის ჩემპიონატში მოყვარულთა კლასში.
2015 ში ვერცხლი ავიღე Gori Drift Battle-ზე. ოქრო ავიღე Tbilisi Street Drift-ზე.

SmartBox: ვინ არის თქვენთვის სამაგალითო მრბოლელი მსოფლიო მასშტაბით?

დათა ქაჯაია

SmartBox: საყვარელი ავტომობილი

Pagani Zonda R

SmartBox: ავტომობილი რომელიც გყავთ (დრიფტქარის გარდა)

Mercedes-Benz CL 600

SmartBox: ვინ ხართ პროფესიით?

ექიმი

SmartBox: რას ურჩევდით მომავალ ავტომრბოლელებს?

ქალაქში არ “იგაზაოთ” ტრეკზე ივარჯიშეთ.