გერმანიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რაინერ ბააკე ამბობს, რომ ყველა ახალი ავტომობილი, რომელიც 2030 წლისთვის გერმანიის ბაზრისთვის გამოვა, გამონაბოლქვის გარეშე იქნება. გერმანიას სურს, რომ გამონაბოლქვის ახლანდელი მოცულობა 2050 წლამდე 80-95 პროცენტით შეამციროს. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია, რომ რადიკალურად შემცირდეს ტრანსპორტის გამონაბოლქვი.

„ფაქტია, რომ 1990 წლის შემდეგ, ტრანსპორტის გამონაბოლქვი არ შემცირებულა. „ჩვენ არ გვაქვს პასუხები კითხვაზე, როგორ შევამციროთ სატვირთო ავტომობილების გამონაბოლქვი, მაგრამ პასუხი გვაქვს მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებით“, – ამბობს ბააკე. ის გულისხმობს, რომ ელექტრომობილების გაყიდვების გაზრდას, ქვეყანაში 2020 წლისთვის გამონაბოლქვის დაახლოებით 40 პროცენტით (1990-იან წლებთან შედარებით) შემცირება შეუძლია.

ამ მიზნის მისაღწევად, კანცლერ ანგელა მერკელის მთავრობას, ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების გაყიდვებისთვის ხელის შეწყობა აქვთ დაგეგმილი. ამისათვის, ამ ტიპის ავტომობილებზე შეღავათების პროგრამების ამოქმედება იგეგმება, როგორებსაც უკვე დიდი ხანია იყენებენ ჩინეთი, ნორვეგია და საფრანგეთი. გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, ახალი პროგრამები, ავტომწარმოებლებს შემდგომი 4 წლის განმავლობაში, 500 000 ელექტრომობილის გაყიდვის საშუალებას მისცემს.

ანალიტიკოსთა შეფასებით, 2025 წლამდე ავტო ბაზრის დაახლოებით 8 პროცენტს ელექტრომობილები დაიკავებს. შედარებისთვის, ამჟამად მათი წილი მხოლოდ 0.6 პროცენტია. მთავრობა გეგმავს, რომ 2020 წლისთვის მილიონ ჰიბრიდული და პლაგ-ინ ჰიბრიდულ ავტომობილი იყოს გაყიდული. შემდგომ ათწლეულში ეს რიცხვი 6 მილიონამდე უნდა გაიზარდოს.

წლევანდელი იანვრისთვის, გერმანიაში 130 000 ჰიბრიდი და 25 000 ელექტრომობილი არის გაყიდული. იმავდროულად, გერმანლები 30 მილიონ ბენზინისძრავიან და 14.5 მილიონ დიზელისძრავიან ავტომობილს ფლობენ.