tuneავტომოყვარულებში სულ უფრო და უფრო მოთხოვნა ჩნდებ მძლავრ ავტომობილებზე, შესაბამისად საქართველოში “ტუნინგ” კულტურაც ვითარდება. სწორედ იმის გამოსარკვევად თუ რას გულისხმობს ავტომობილის “გაძლიერება” და უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით რას შესთავაზებს Gelashvili Performance მის მომხმარებლებს – სმარტბოქსი გიორგი გელაშვილს გაესაუბრა:

SmartBox: რა არის Gelashvili Performance? რა სერვისს სთავაზობთ მომხმარებლებს?

Gelashvili Performance არის ამიერკავკასიის მასშტაბით ლიდერი კომპანია საავტომობილო Tuning-ის სფეროში. ჩვენი კომპანია სთავაზობს მომხმარებელს მანქანის ძრავის და სავალი ნაწილის უსაფრთხოდ და სტაბილურად გაძლიერებას, ძრავის კომპიუტერის მოდიფიცირებას დამკვეთის მოთხოვნისამებრ.

SmartBox: რატომ შეიქმნა Gelashvili Performance? რა არის თქვენი მიზანი ?

კომპანია შეიქმნა იმ მიზნით რომ საქართველოში განვითარდეს ავტო „ტუნინგ“-ის კულტურა, წინ წაიწიოს ტექნოლოგიურად და საკუთარი რეკორდების და გამოცდილების საშუალებით წარმოაჩინოს საკუთარი ნამუშევრბი მსოფლიო მასშტაბით.

SmartBox: მოგვიყევით MD Mustang Dynamometer-ის შესახებ? რაში ჭირდება ავტომობილს სიმძლავრის გაზომვა?

Mustang Dynamometer არის კომპანია რომელიც აწარმოებს სიმძლავრის საზომ სტენდებს, თავად სტენდი გორგოლაკების მეშვეობით აკეთებს გზის იმიტაციას რის საშუალებითაც შესაძლებელია გაიგო თუ რა სიმძლავრეს გამოიმუშავებს მანქანა ამა თუ იმ სიჩქარეზე, მოდიფიკაციით თუ მის გარეშე. ასევე ამ ხელსაწყოს საშუალებით კომპიუტერის მოდიფიცირება უზუსტესად ხდება ვინაიდან რეალურ დროში ხედავს სპეციალისთი თუ რა ვითარებაში როგორ მუშაობს ძრავი. მარტივად რომ ვთქვათ Dyno არის ხელსაწყო რომელიც გვეხმარება იმის დადგენაში თუ რა ცვლილება მოგვცა მოდიფიკაციამ.
ამ სტენდზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავისი მანქანის ძალისმიერი მდგომარეობის შემოწმება, გაზის აპარატურის პროგრამულად გამართვა, სიმძლავრის მომატება, ჰაერის და საწვავის ნაზავის გაგება და ეს ყველაფერი ყოვლად უსაფრთხოდ.

Gelashvili

SmartBox: არსებობს თუ არა მსგავსი სერვისი საქართველოში?

საქართველოში აქამდე არსებობდა Dyno რომელიც მხოლოდ წინა და უკანა ამძრავი მანქანების შემოწმების საშუალებას იძლეოდა. ვინაიდან და რადგანაც მოთხოვნა ოთხივე ამძრავი მანქანების მოდიფიკაციზეც საკმაოდ დიდია, ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა რომ სრული სერვისი შესთავაზოს მომხმარებელს განურჩევლად წამყვანი თვლებისა რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს.

SmartBox: იგეგმება თუ არა Dyno-ს პრეზენტაცია? რა აქტივობებს გეგმავთ?

რა თქმა უნდა ვაპირებთ, დინოს წარდგენა საზოგადოებასთან არ ჩაივლის პრეზენტაციის გარეშე, ასევე აქტიურად ვაპირებთ თანამშრომლობას სხვა და სხვა ტელევიზიასთან. სოციალური ქსელის მეშვეობით სიახლეების გავრცელებას. როგორც Gelashvili Performance ასევე ჩვენი ახალი ბრენდი ბარი “GEP’s”-ი თავს მოუყრის ავტო მოყვარულებს ერთად სასიამოვნო გარემოში და მისცემს საშუალებას თვალყური ადევნონ ავტო სიახლეებს თუ სტენდზე (Dyno-ზე) მიმდინარე მოვლენებს.

ბოლოს კი გთავაზობთ ვიდეორგოლს სადაც ნაჩვენებია BMW E46 330ci Turbo-ს ტუნინგი და Dyno ტესტი: