გელაშვილი პერფორმანსმა წარადგინა პირველი AWD RWD FWD დინო საქართველოში. დინოთი სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს როგორც ცხენის ძალების გასაგებად, ისე კომპიუტერის ოპტიმიზაციისთვის, დიაგნოსტიკის მიზნით თუ გაზის აპარატურის გასამართად.

სტენდი არის Mustang Dyno-ს 2014 წლის მოდელი, რომელიც იწარმოება ამერიკაში. მას გააჩნია მუდმივი გადაბმულობა წინა და უკანა მხარეს მდგომ ბარაბნებს შორის, რის ხარჯზეც შესაძლებელია გზის იმიტაციის გაკეთება. სტენდს შეუძლია გაზომოს 2200 ცხენის ძალამდე და მოხმარების დროს მანქანა დატვირთოს ზუსტად იმ წონით, როგორც იტვირთება მანქანა რეალურად გზაზე, რაც იძლევა საშუალებას, უზუსტესად გაიმართოს მანქანის კომპიუტერი. სტენდი დაკალიბრებული და შემოწმებულია მწარმოებლის მიერ ამერიკაში და ამის დამადასტურებელი სერტიფიკატიც გააჩნია.

Dyno-2

„ჩვენი კომპანია 1 კვირის მანძილზე გადიოდა ონლაინ ტრეინინგს რათა სწორად შეგვესწავლა პროგრამული უზრუნველყოფის და თავად სტენდის მოხმარება, რომ თქვენთვის მოგვეწოდებინა სრულყოფილი პროდუქტი” – აცხადებს გიორგი გელაშვილი.

სიმძლავრის გაზომვის ღირებულება არის 60 ლარი და მოიცავს 3 გარბენს. კომპანიის მიერ მანქანის დინოზე დაყენების და რეგულირების ღირებულება არის 150 ლარი + რეგულირების საფასური. სტენდის ქირაობის ღირებულება გაზის აპარატურის გასამართად, სადიაგნოსტიკოდ თუ დასარეგულირებლად, 2 საათის განმავლობაში, შეადგენს 180 ლარს, ყოველი მომდევნო დამატებითი საათი კი 50 ლარი ჯდება.

დამატებითი კითხვები სტენდის შესახებ შეგიძიათ დაწეროთ კომენტარებში.