18 ივნისს საქართველოს დრიფტის და დრაგის ფედერაცია გთავაზობთ GDDF CUP დრაგ რეისინგის I ეტაპს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. მონაწილეები დაიყოფიან სამოყვარულო და PRO კლასებში, იმის მიხედვით თუ რა კონფიგურაციისაა მათი ავტომობილი.

სამოყვარულო კლასები:

  • A კლასი (0-4400cc) RWD & FWD
  • B კლასი (4401cc-5500cc) RWD & FWD
  • C კლასი (5501cc-7700cc) RWD & FWD
  • ABSOLUTE კლასი (7701cc+) RWD & FWD
  • კვადრო კლასი 4X4 AWD

 

PRO კლასები:

  • PRO კლასი (0-4400cc) RWD & FWD
  • PRO ABSOLUTE კლასი (4401cc+) RWD & FWD
  • PRO კვადრო კლასი

დაწყვილება მოხდება შაბათს ჩატარებული კვალიფიკაციის დროების მიხედვით კონკრეტულ კლასებში.  წყვილებში დროის ათვლა მოხდება ორივე ზოლზე, ხოლო გამარჯვებული კი გამოვლინდება ფინიშის ხაზის პირველი გადაკვეთით. მონაწილისთვის რეგისტრაციის საფასურია 100 ლარი – შაბათს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 15:00 დან 17:00 საათამდე. ხოლო 200 ლარი – კვირას, კლასის დაწყებამდე. ღონისძიების წესები და სრული რეგლამენტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: რეგლამენტი. მედია აკრედიტაცია განხორციელდება 11:00 -დან 12:00 სთ -მდე. დრაგზე დასწრება ფასიანია. ბილეთის ფასი – 10 ლარი.