ინტერნეტ გამოცემა Global Petrol Prices პერიოდულად აქვეყნებს მსოფლიოს ქვეყნებში ბენზინზე არსებულ ფასებს. 21 მარტს მის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში ჩანს, რომ განვითარებულ ქვეყნებში ამ საწვავზე ყველაზე მაღალი ფასებია. რა თქმა უნდა, ყველაზე დაბალი ფასები, ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებში ფიქსირდება. დაბალი ფასებია ასევე ღარიბ ქვეყნებში. განვითარებულ ქვეყნებს შორის გამონაკლისი შეერთებული შტატებია, რომელიც განვითარებული ქვეყანა კი არის, მაგრამ ბენზინზე მაინც დაბალი ფასებით გამოირჩევა.

მართალია, ყველა ქვეყანა ნვთობპროდუქტებს ერთ ბაზარზე ყიდულობს, მაგრამ მათს საზღვრებში, ფასებს განსაზღვრავს კონკრეტულ ქვეყანაში მოქმედი გადასახადები, სუბსიდიები და სხვა ფაქტორები, მაგალითად ტრანსპორტირების ხარჯები. შესაბამისად, ძლიერ განსხვავდება ბენზინზე და სხვა ენერგომატარებლებზე არსებული საცალო ფასები.

ზოგ ქვეყანაში, როგორიცაა ვენესუელა, სახელმწიფო ბენზინზე ფასების სუბსიდირებას ახდენს, რისი წყალობითაც, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, საწვავზე თვითღირებულებაზე ნაკლების გადახდა უწევთ.

Price-Gas