გსმენიათ რამე BMW M3-ზე, რომელსაც Lamborghini Huracan-ზე მეტი სიმძლავრე აქვს? ალბათ არა. მაგრამ კომპანია G-Power-მა იზრუნა იმაზე, რომ პოპულარული ბავარიული ავტომობილის 4.0-ლიტრიანი V8 ძრავი სწორედ ასეთ ზღვრამდე გაეძლიერებინა.

G-Power-ის ინჟინრებმა M3-ის აგრეგატის ოთხი ვერსია შეიმუშავეს. ისინი სიმძლავრით განსხვავდებიან. პირველ დონეზე ძრავი 520 ცხენის ძალას და 500 ნიუტონმეტრს ავითარებს. ანუ, სტანდარტული M3-ის აგრეგატზე 100 ცხენის ძალით და 100 ნიუტონმეტრით ძლიერია. სატუნინგო კომპანია ამ ძრავით აღჭურვილი ავტომობილის დინამიკურ მახასიათებლებს არ აქვეყნებს. სამაგიეროდ გვამცნობს, რომ ამ პაკეტის შეძენის მსურველს 5 999 ევროს გადახდა მოუწევს.

მეორე დონის შემთხვევაში, 550 ცხენის ძალას და 525 ნიუტონმეტრს იძლევა. ეს პაკეტი წინაზე 1 000 ევროთი ძვირია. მესამე პაკეტის ძრავის სიმძლავრე 600 ცხენის ძალას აღწევს, მაქსიმალური მომენტი კი – 570 ნიუტონმეტრს. ეს პაკეტი მყიდველს 7 999 ევრო დაუჯდება. ყველაზე მძლავრ ძრავს მეოთხე პაკეტი შემოგთავაზებთ. ამ შემთხვევაში სიმძლავრე 630 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი – 5 90 ნიუტონმეტრი. ეს პაკეტი 8 999 ევრო ღირს.

რაც მთავარია, G-Power-ი ირწმუნება, რომ სიმძლავრის ზრდის მიუხედავად, ყველა დონის პაკეტის შემთხვევაში, BMW M3 გამძლე მანქანაა და მექანიკური დამჭირხნი, რომელიც სიმძლავრის მტებას უზრუნველყოფს, ყველა მოდელს მიესადაგება.