კომპანია გალფმა ახალი, სპეციალურად საქართველოს ბაზრისათვის დამზადებული საწვავის – G-Force-ის პრეზენტაცია მოაწყო. როგორც კომპანიაში განმარტავენ G-Force წარმოადგენს საწვავის ეფექტურ ტექნოლოგიას, რომლის მიზანია ნებისმიერი ავტომობილის სავალი მახასიათებლების სრული პოტენციალის გამოყენების უზრუნველყოფა. სხვა საწვავისგან განსხვავებით, Gulf G-force-ის უნიკალური ფორმულირება უზრუნველყოფს ძრავის გასუფთავებას წარმოქმნილი ნადებისა და საწვავის ნარჩენი ნივთიერებებისაგან რაც ხელს უწყობს ავტომობილის თავისუფალ სვლას.

G-Force-ის მთავარი უპირატესობებია:

  • მატებს სიმძლავრეს ძრავს და საგრძნობლად ზრდის ავტომობილის სიჩქარეს
  • ეფექტურად იცავს ძრავს ცვეთისგან
  • ზრდის საწვავის მოხმარების ეფექტურობას – შესაბამისად ამცირებს ხარჯებს