გალფის ახალ საწვავს, G-Force-ს, რომელიც სპეციალურად საქართველოსთვის მზადდება, კომპანიამ კიდევ ერთი პროდუქტი G-Force ევრო დიზელი შემატა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ევრო 5-ის სტანდარტის პროდუქტების შემოტანა ბაზარზე უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, სწორედ ეკოლოგიურად სუფთა გარემოა, რასაც პირველ რიგში საწვავის ხარისხი უზრუნველყოფს.

ახალი საწვავის პრეზენტაცია 15 ოქტომბერს, სანაპიროზე მდებარე გალფის ავტოგასამართ სადგურზე გაიმართა, რომელსაც გალფის კომერციული დირექტორი წარუძღვა.

კომპანიის მენეჯმენტის ცნობით ახალი G-Force ევრო დიზელი სრულად აკმაყოფილებს ევრო-5 ის სტანდარტებს და მისი უნიკალურობა საწვავის უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს:

  • მატებს სიმძლავრეს ძრავს და საგრძნობლად ზრდის ავტომობილის სიჩქარეს
  • წმენდს საწვავის შემფრქვევ სისტემებს და იცავს მას კოროზიისგან
  • ამცირებს ხარჯს საწვავზე
  • ამცირებს გამონაბოლქვს და ჰაერში მავნე ნივთიერებების გამოყოფას
  • ამცირებს ძრავის ხმაურს, როგორც დაბალ, ასევე მაღალ ტემპერატურაზე