ვოლვოს მსგავსად, ავტონომიურად მართვად სატვირთო ავტომობილებზე მერსედეს-ბენციც ინტენსიურად მუშაობს. გერმანულმა კომპანიამ შარშან მაგდებურგის მახლობლად, ავტობანზე კონცეპტუალურ „ფიუჩა ტრეკ 2025-ს“ საგზაო ტესტები ჩაუტარა. ახლახანს კი „ფრეითლაინერის“ მარკით, მორიგი კონცეპტი, „ინსპირეიშნ ტრეკი“ გაგვაცნო, რომელიც სისტემა „ჰაივეი პაილოტითაა“ აღჭურვილი.

ეს არის მსოფლიოში პირველი სატვირთო გამწევი ავტომობილი, რომელსაც საგზაო სარგებლობისთვის საჭირო ლიცენზია აქვს. ეს ლიცენზია კომპანიას შტატ ნევადაში გადასცეს. კონცეპტუალური ავტომობილი სპეციალურად, ამერიკული მაგისტრალებისთვისაა შემუშავებული. ნევადას შტატის ხელისუფლებამ, საგზაო სერტიფიკატი ორ ავტონომიურ „ინსპირეიშნს“ მიანიჭა.

Freightliner; Daimler Trucks; Daimler; Daimler Trucks North America; DTNA; autonomous driving; autonomous; autonomous vehicle; licensed; street legal; autonomes Fahren; autonom; zugelassen; Nevada; Las Vegas; USA; Inspiration Truck; Inspiration

„ინსპირეიშნ ტრეკი“ სერიული „ფრეითლაინერ კასკადიას“ ბაზაზეა შემუშავებული. ტექნოლოგია „ჰაივეი პაილოტის“ სტრუქტურაში შედის წინა რადარი, სტერეო კამერა, ასევე დამხმარე სისტემები, რომლებსაც ტესტირებაც უკვე გავლილი აქვს და სერიულ ავტომობილებზეც დანერგილია. მათ შორისაა ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი, რომლითაც სერიული „ფრეითლაინერ კასკადია“ და „მერსედეს-ბენც აქტროსია“ აღჭურვილი.

ნევადაში ლიცენზიის მისაღებად, „ჰაივეი პაილოტს“ და მასში შემავალ ცალკეულ სისტემებს, ამავე შტატში ინტენსიური ტესტები ჩაუტარდა. გარდა ამისა, გერმანულ სატესტო ტრეკზე, რომელიც ქალაქ პაპენბურგთან მდებარეობს, სატესტო ავტომობილებმა ეგრეთ წოდებული მარათონული გარბენიც შეასრულეს, რომლის დროსაც, „ფრეითლაინერ ინსპირეიშნ ტრეკმა“ ჯამში 16 000 კილომეტრზე მეტი გაიარა.

Freightliner; Daimler Trucks; Daimler; Daimler Trucks North America; DTNA; autonomous driving; autonomous; autonomous vehicle; licensed; street legal; autonomes Fahren; autonom; zugelassen; Nevada; Las Vegas; USA; Inspiration Truck; Inspiration

მას შემდეგ, რაც „ფრეითლაინერ ინსპირეიშნ ტრეკი“ მაგისტრალზე გავა, მძღოლი სისტემა „ჰაივეი პაილოტს“ ჩართავს და ავტომობილს ავტონომიურ რეჟიმზე გადაიყვანს, რომელიც ტრაფიკის სიჩქარესთან ადაპტირდება. კომპლექსური სტერელო კამერისა და რადარული სისტემების, ასევე ზოლში გადაადგილების და შეჯახების თავიდან ასაცილებელი ფუნქციების დახმარებით, „ჰაივეი პაილოტი“ არეგულირებს სიჩქარეს, იყენებს მუხრუჭებს და საჭის მექანიზმს. ამასთან, გამწევი ავტომობილი ყოველთვის ავტომატურად იცავს სიჩქარის შეზღუდვის მოთხოვნებს, არეგულირებს დაშორებას წინ მიმავალ ავტომობილებთან, ასევე იყენებს ფუნქცია სტოპ-ენდ-გოუს. ავტომობილს დამოუკიდებლად არც გასწრება შეუძლია და არც მაგისტრალიდან გამოსვლა. თუმცა ეს პრობლემა არაა, რადგან მძღოლს ნებისმიერ მომენტში შეუძლია მართვის საკუთარ ხელში აღება.

როგორც „დაიმლერი“ ამბობს, ავტონომიური გამწევი ავტომობილები ხელს შეუწყობენ საწვავის ხარჯის შემცირებას (ტესტებმა აჩვენა, რომ დაახლოებით 5 პროცენტით), გააუმჯობესებენ საგზაო უსაფრთხოებას და შეამცირებენ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამობოლქვას.