არაა გამორიცხული, რომ 2017 წლის სეზონიდან, ფორმულა 1-ში ძრავების ახალი რეგლამენტი ამოქმედდეს. და ამას რამდენიმე საფუძველი ექნება. ჯერ ერთი, მაყურებლებს არ მოსწონთ დაბალხმიანი ბოლიდები. მეორეც, სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ მალე GP2-ის მანქანები ფ1-ისაზე სწრაფი გახდბა. და მესამე: ფ1-ის მანქანები ძალიან ადვილად სამართავი გაზდა და ამიტომ, ავტოსპორტის უმაღლეს ლიგაში, სულ უფრო ხშირად იწვევენ ძალიან ახალგაზრდა პილოტებს და ეგრეთ წოდებულ პაი პილოტებს.

ამ წლის დასაწყისში, ძრავების მწარმოებელი კომპანიების და FIA-ს წარმომადგენლებმა ჟენევაში შეხვედრა გამართეს და სწორედ ძრავების რეგლამენტზე ისაუბრეს. განხილვა ბევრ თემას შეეხო, მათ შორის, სიმძლავრის 750-დან 1000 ცხენის ძალამდე გაზრდასაც. არისნ უფრო მეტი სიმძლავრის მომხრეებიც. როგორც ბრიტანული გამოცემა „ავტოსპორტი“ წერს, FIA არ გამორიცხავს განხილულ ცვლილებათა დამტკიცებას, თუმცა თვლის, რომ 2017 წლამდე ეს ვერ მოხერხდება.
კომპანიები დარწმუნებულები არიან, რომ აგრეგატების სიმძლავრის 1000 ცხენის ძალამდე გაზრდას დიდი დანახარჯები არ დასჭირდება. ამასთან, ისინ ითხოვენ ბრუნთა რიცხვების და საწვავის ლიმიტის გაზრდას, რის ჰგარეშეც, სიმძლავრის მომატება შეუძლებელი იქნება – უფრო მძლავრ ძრავებს მეტი საწვავი, ხმის გაძლიერებას კი მაღალი ბრუნთა რიცხვები დასჭირდება.

ასეთ რეგლამენტს, „მერსედესის“ აღმასრულებელი ნიკი ლაუდაც მიესალმება, ვისაც თავისი კარიერის მიწურულს, ფ1-ის ისტორიაში ყველაზე მძლავრი ძრავებით (საკვალიფიკაციო ვერსიების სიმძლავრე 1200-1500 ცხენის ძალას აღწევდა) აღჭურვილი ბოლიდების მართვამ მოუწია და მესამე ტიტული, სწორედ ასეთი მანქანით (1984000 წელს, მაკლარენ-პორშე) მოიპოვა.

„კარგი იქნებოდა 1200 ცხენის ძალა, ძალიან განიერი ბორბლები, ნაკლები შეზღუდვა აეროდინამიკაში. ამ ყველაფერს სიმძლავრის ძალიან მკვეთრი მრუდი ექნება, რისი მართვაც კრიტიკულ ზღვარზე დიდ ოსტატობას მოითხოვს. ფ1-ის ახლანდელი მანქანები კი ისეთია, რომ GP2-ის და ფ3-ის პილოტებს მისი შეგუება არ უჭირთ და თან არც გარისკვა უწევთ“, – ამბობს ლაუდა.

ცნობილია, რომ ამჟამად FIA გუნდებთან კონსულტაციებს მართავს, რომელთა მიზანიც, ბოლიდების ჩაჭიდების გაზრდა, უფრო დიდი ბორბლების და აგრესიული დიზაინის გამოყენებაა.