435 ცხენის ძალა და 542 ნიუტონმეტრი ის მონაცემებია, რომლებითაც არცთუ დიდი ხნის წინათ, სუპერ ავტომობილების მწარმოებლები ამაყობდნენ. დღესაც ბევრისთვის ეს შესაშური მახასიათებლებია. ისინი Ford Mustang GT-ს ეკუთვნის, რომელიც თავისი გარეგნბის გარდა, ტემპერამენტითაც ხიბლავს ავტო მოყვარულს. მაგრამ გერმანულ სატუნინგო კომპანია GeigerCar-ში ჩათვალეს, რომ „მუსტანგს“ მეტი ცხენის ძალა უნდა ჰქონდეს…

Ford-Mustang-GT-From-GeigerCars-1

მისმა ინჟინრებმაც „ცოტა წაიმუშავეს“ და Mustang GT-ს რემა დამატებით თითქმის 400 ცხენით შეავსეს. მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შემდეგ, ავტომობილის სიმძლავრემ 820 ცხენის ძალას მიაღწია, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 759 ნიუტონმეტრი გახდა. რა თქმა უნდა, ასეთი მატება ავტომობილს ტემპერამენტსაც გაუზრდის, მაგრამ „გაიგერი“ ჯერჯერობით დინამიკურ მახასიათებლებს არ ავრცელებს.

ford-mustang-gt-geiger-cars-tuning-10

გერმანული კომპანიის ინჟინრებმა, სიმძლავრის ასეთ ზრდის მისაღწევად, 5.0-ლიტრიანი V8 ძრავი მძლავრი, 2.9-ლიტრიანი მექანიკური დამჭირხნით აღჭურვეს. გარდა ამისა, მათ ძრავში ნაჭედი დგუშები, ფოლადის ბარბაცები და საგულდაგულოდ დაბალანსებული მუხლა ლილვი გამოიყენეს. შეიცვალა შემშვები და გამოსაბოლქვი სისტემები. ასევე დაიხვეწა საკიდარი, რომელიც სპორტულ ყაიდაზე მომართეს. დიფერენციალი გაზრდილი ხახუნისაა, მუხრუჭები Brembo-ს წარმოების, 6-ცილინდრიანი.

ძრავის და ტექნიკური აღჭურვილობის დახვეწის გარდა, GeigerCar-ის სპეციალისტებმა Mustang GT-ზე კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადებული ელემენტების კომპლექტი გამოიყენეს. მასში შევიდა წინა სპლიტერი, რადიატორის ღია ცხაური, შეცვლილი გვერდითა კალთები, საბარგულის კიდეზე დამაგრებული სპოილერი და უკანა დიფუზორი. ავტომობილი 20-დუიმიან ბორბლებზე დააყენეს, რომლებიც Michelin-ის 255/35 (წინ) და 295/30 (უკან) საბურავებით არის შემოსილი.

საბაზო Mustang GT-ს 45 900 ევროს გარდა, GeigerCars-ის ტუნინგ პაკეტის ღირებულება 109 450 ევროს შეადგენს.