აშშ-ში, მიჩგანის შტატის პოლიციის მთავარ სამმართველოში სპეციალური საპოლიციო პიკაპის Ford F-150-ის გამოცდები წარმატებით დასრულდა.

ორმაგი კაბინის მქონე პიკაპი, რომელსაც F-150 Police Responder-ი უწოდეს,  სიჩქარის 10 საფეხურიანი ავტომატური კოლოფით და 3,5 ლიტრი მოცულობის ექვსცილინდრიანი ძრავით აჭიღურვება, რომელიც 357 ცხ.ძალა სიმძლავრეს გამოიმუშავებს. 100 კმ/სთ სიჩქარის ნიშნულის მიღწევისთვის ახალ საპოლიციო პიკაპს 6,4 წმ ესაჭიროება. გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ-ია.

აღჭურვილობის სტანდარტულ კომპლექტაციასთან ერთად, ავტომობილზე გაძლიერებული მუხრუჭები, ძრავას გაგრილების გაუმჯობესებული სისტემა, ქვედა მხრიდან ძრავა-ტრანსმისიის გაძლიერებული დაცვა, განივი მდგრადობის გაუმჯობესებული სტაბილიზატორები დაყენდა. უკანა პროექციიდან ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისგან დაცვისთვის, კაბინის უკანა ნაწილის სავარძლების საზურგეებში ფოლადის ფურცლები დამონტაჟდა. F-150 Police Responder-ის ტვირთამწეობა 900 კგ-ია.

არსებული ინფორმაციით, ახალი პიკაპის პოლიციის დეპარტამენტებისთვის გადაცემის პროცესი 2018 წელს დაიწყება. ამჟამად Ford-ის საპოლიციო ავტომობილების სამოდელო რიგი ქროსოვერი Explorer-ი, სედანები Taurus-ი და Fusion-ი, ასევე Expedition-ის და Transit-ის ბაზაზე შექმნილი სპეციალური მოდიფიკაციებით არის წარმოდგენილი. გასულ წელს ავტომწარმოებელმა აშშ-ს პოლიციას და სპეც-სამსახურებს 46 000 ავტომობილი მიაწოდა.