Ferrari-მ არაერთხელ უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ უგზობის მოდელის გამოშვებას აპირებს. ახლახანს კი ამ უარყოფას ბეჭედი თავად Fiat Chrysler-ის აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ დაუსვა. მან ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ მარანელოში არ იგეგმება Lamborghini Urus-ის კონკურენტი ავტომობილის გამოშვება. კითხვაზე, აპირებს თუ არა „ფერარი“ უზგობის ავტომობილის წარმოებას, მან მოკლედ მიუგო: „ჯერ ტყვია მესროლეთ“.

Ferrari-3

პარიზის 2014 წლის მოტორ შოუზე, მარკიონეს ნათქვამი აქვს, რომ Ferrari არ აპირებს ოთხკარიანი და უგზობის მოდელების გამოშვებას. მან თქვა, რომ იტალიური კომპანია კვლავაც მხოლოდ ორკარიანი სუპერ ავტომობილების წარმოებას გააგრძელებს. მაგრამ როგორც ჩანს, ეს პრესისთვის საკმარისი არ გამოდგა და ხმები უგზობის „ფერარიზე“ პერიოდულად კვლავაც ვრცელდებოდა.

Ferrari-მ შარშან 7 664 სუპერ ავტომობილი გაჰყიდა. ამასთან, კომპანიამ გამოაცხადა, რომ წელს დაახლოებით 3 პროცენტით გაზრდის გაყიდვებს, რომლის მოცულობაც 7 900 ერთეულს მიაღწევს. უფრო მეტიც, შემდგომში მარანელოელები გაყიდვების 9 000 ერთეულამდე გაზრდას გეგმავენ.

ამჟამად Ferrari-ს სამოდელო გამაში ხუთი ავტომობილი შედის. ესენია: F12 Berlinetta, FF, 488 GTB, 488 Spider და California T. სიაში უნდა იყოს სპეციალური მოდელი F12tdf-იც, მაგრამ მისი შეზღუდული ტირაჟი სრულადაა ათვისებული. ის პრემიერიდან სულ რაღაც, ერთ თვეში გაიყიდა.