დაახლოებით 1000 ადამიანი დაესწრო Ferrari-ს ახალი ავტომობილის, GTC4Lusso-ს პირველ ჩვენებას, რომელიც ტბა კომოს მახლობლად ვილა ერბაში გაიმართა. მარანელოელებმა ამ ავტომობილის დახურულ წარდგენაზე მხოლოდ თავისი კლიენტები დაპატიჟეს. ახალი ავტომობილი არის მოდელ FF-ის განახლებული ვარიანტი.

GTC4Lusso-ს წარდგენის შემდეგ, სცენაზე მოცეკვავეები გამოვიდნენ, რომლებმაც ორკესტრის აკომპანიმენტით, ახალ ავტომობილს უცეკვეს. შემდეგ კი მწარმოებელმა ყურადღება ისევ სუპერ ავტომობილზე გადაიტანა, რომელიც ვერცხლისფერშია (ნუოვო გრიჯო ფერო) გამოწყობილი. საცეკვაო ნომრის შემდეგ, ცერემონიაში Ferrari-ს ფ1-ის გუნდის პილოტები, სებასტიან ფეტელი და კიმი რაიკონენი ჩაერთვნენ.

ferrari-gtc4lusso-lake-como-live-04

მოგვიანებით, მარანელოელებმა სცენაზე კიდევ ორი ავტომობილი გამოიყვანეს, რომლებიც თეთრად (ბიანკო იტალია) და წითელ (როსო კალიფორნია) ფერებშია შეღებილი. მოგვიანებით, წარდგენაში Ferrari-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერჯო მარკიონე და მთავარი აღმასრულებელი ამედეო ფელისა ჩაერთვნენ. მათ დასწრეებს ახალი ავტომობილის შექმნის შესახებ უამბეს.

ავტომობილი 6.3-ლიტრიანი V12 ატმოსფერული ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მოდიფიცირების შემდეგ, 30 ცხენის ძალით, 680 ცხენის ძალამდე გაძლიერდა. ოთხადგილიანი ავტომობილი ისევ სრულ ამძრავიანია. შეცვლილია მისი გარეგნობა და ინტერიერი, სადაც სენსორული ეკრანი განლაგდა. ახალი ავტომობილის მსოფლიო პრემიერა მალე, ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება.