ტაქსის დანიშნულებით, მსოფლიოში სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტს იყენებენ, იქნება ეს რიკშა, ეტლი, ჩვეულებრივი ავტომობილი, ელექტრომობილი, მინივენი და რა თქმა უნდა, ლიმუზინები. მაგრამ ტაქსის ემბლემით დამშვენებული სუპერ ავტომობილების შესახებ ალბათ ხშირად ვერ გაიგებთ. ასეთი ავტომობილები დუბაის პოლიციის სამსახურში დგანან, თუმცა ეს უფრო საემიროს სარეკლამო საიმიჯო დანიშნულებით გაკეთდა და არა იმიტომ, რომ პოლიციას ასეთი ავტომობილები სჭირდებოდა.

ferrari-f12berlinetta-taxi_2

და აი, პრაღაში გამოჩნდა Ferrari-ს სუპერ ავტომობილი F12 berlinetta, რომლის სახურავზეც ტაქსის ტრაფარეტია მოთავსებული. ეს ფოტოები ჩეხურ გამოცემა „პროდრაივერის“ ფეისბუკის გვერდზე გამოჩნდა. ოღონდ, იქ არ არის განმარტებული, ავტომობილი მოქმედი ტაქსია, თუ მისი მფლობელი უბრალოდ ხუმრობის ხასიათზე იყო და თავის ავტომობილს ტაქსის ტრაფარეტი დაამაგრა.

სხვათა შორის, ეს სუპერ ტაქსის თემაზე ხუმრობის პირველი შემთხვევა არ იქნება. მაგალითად, ფესტივალ-შოუ შარშან ტაქსის ტრაფარეტით დამშვენებული Porsche Cayman GT4 გამოჩნდა. ავსტრიაში ვინმე საბინე ტაქსის დანიშნულებით იყენებს Mercedes-Benz CLA45 AMG-ს, რომლის განკარგულებაშიც 360-ცხენის ძალაა.

რაც შეეხება F12 berlinetta-ს, ის ტაქსისთვის არცთუ მოუხერხებელი მანქანაა – საკმაოდ მოზრდილი საბარგული აქვს, რომლის მოცულობაც 500 ლიტრია. თვითონ ავტომობილიც ყოველდღიური სარგებლობის საუკეთესოა თუ აქსელერატორს მკვეთრად და ბოლომდე არ დააჭერთ ფეხს, ხმით ვერავინ მიხვდება, რომ მის გვერდით სუპერ ავტომობილი მოძრაობს.