ფერარიმ თავის ყველაზე გამორჩეულ დილერს, ლონდონურ კომპანია H.R. Owen, რომელიც საუკეთესო დილერად აღიარა, ჯილდოს სახით, ფორმულა 1-ის ბოლიდი, SF15-T გადასცა. რა თქმა უნდა, ჯილდო დილერის შოურუმში დააყენეს. მაგრამ სანამ მანქანას ვიწრო ქუჩაზე ტრაილერიდან გადმოტვირთავდნენ, კარგა გრძელი საავტომობილო საცობი წარმოიქმნა.

Ferrari-rewards-dealer--1

საქმე ისაა, რომ გამვლელ ავტომობილებში მყოფთ აინტერესებდათ იმ ბოლოდის ხილვა, რომელმაც გასულ სეზონში, ერთადერთმა შეძლო მერსედესისთვის მეტნაკლები კონკურენციის გაწევა. ასეც რომ არ ყოფილიყო, ქუჩაში ფ1-ის ავტომობილს ყოველთვის ვერ შეხვდები. ისე კი, H.R. Owen-ს ყოველთვის მსგავსი პრობლემები ჰქონია, როცა თავის მაღაზიაში ახალ სუპერ ავტომობილები შეჰყავს.

„ჩვენ მიჩვეულები ვართ მსგავს შემთხვევებს, რადგან სუპერ ავტომობილების სალონში დაყენების დროს, ყოველთვის იძლებულნი ვართ, მცირე ხნით გადავკეტოთ ქუჩა. ამისთვის მოვემზადეთ კიდეც და ყველაფერი დავგეგმეთ იმისათვის, რომ საცობი არ გამოგვეწვია. მაგრამ რას ვიზამდით, როცა ხალხს აინტერესებდა ამ უჩვეულო ექსპონატის ხილვა. ბევრი მანქანა ჩერდებოდა, ან სვლას ანელებდა, რათა კარგად დაენახათ ფ1-ის ავტომობილი. ძალიან ვეცადეთ, რომ ის სწრაფად შეგვეყვანა შოურუმში, მაგრამ ვიწრო ქუჩაზე, მანევრის სწრაფად შესრულების საშუალება არ მოგვეცა. ასე იყო თუ ისე, ხალხის რეაქცია სასიამოვნო სანახავი იყო“, – ამბობს H.R. Owen-ის გაყიდვების მენეჯერი შონ თომი.

HR Owen. F1 Car delivery. 17th December 2015.  Photo: Drew Gibson.

ის დასძენს, რომ როგორც წესი, სარბოლო ავტომობილი მარანელოს მხოლოდ სეზონის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ ტოვებს. ეს კონკრეტული ავტომობილი, იმ სათადარიგო ნაწილებისგან ააწყვეს, რომლებსაც ფერარის საჯინიბო რბოლებისას იყენებდა. ამასთან, მას არ აქვს ძრავი და ტრანსმისია. ბოლიდის ახალმა მფლობელებმა გადაწყვიტეს, რომ შოურუმის სტუმრებს, ფ1-ის ავტომობილში ჩაჯდომის უფლება არ მისცენ.

HR Owen. F1 Car delivery. 17th December 2015.  Photo: Drew Gibson.

HR Owen. F1 Car delivery. 17th December 2015.  Photo: Drew Gibson.

HR Owen. F1 Car delivery. 17th December 2015.  Photo: Drew Gibson.