პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე, Ferrari’ს პავილიონში უნიკალური California T იდგა, რომელიც მყიდველის შეკვეთით, იტალიური კომპანიის ამერიკულ პროგრამა Tailor Made’ის შესაბამისად დამზადდა. ამ ავტომობილის უნიკალურობას, მისი კლასიკურ ფერთა შეხამებით გაფორმება წარმოადგენს.

პირველ რიგში, ყურადღებას იმსახურებს ავტომობილის ფერი – „როსო ფერარი“ (ფერარის წითელი), რომელიც მარანელოელებმა პირველად თავიანთ პირველ ავტომობილზე, 125 S-ზე გამოიყენეს. და კლასიკური ფერების გამოყენება ამით არ დასრულებულა – მოსახსნელი სახურავი და წინა საყრდენები, სპილოს ძვლის ფერში შეღებეს. ეს ფერი „ფერარი 250 ევროპა GT-სგან“ არის ნასესხები.

Ferrari-California-T-Tailor-Made-2

ავტომობილის გაფორმების ინდვიდუალობა ამით არ ამოწურულა. ის ქრომისფერად შეღებილ და გაპრიალებულ ბორბლებზე დგას, რომლებიც შავი ფერის სამუხრუჭე სისტემები კარგად ჩანს. ასევე ქრომისფერში შესრულდა რადიატორის ცხაურის ტიხრები. მთლიანობაში, ერთჯერადი „კალიფორნია T“ კონტრასტული ფერებით გამოირჩევა.

მაგრამ ის არამხოლოდ ექსტერიერით გამოირჩევა. სალონში ყურადღებას იქცევს მისი ბორდოსფერი ტყავით გაწყობილი სავარძლები, რომლებთანაც ისევ სპილოს ძვლის ფერის ჩანართები არის შეხამებული. ამ ფერის ტყავითაა გაფორმებული ასევე კარის პანელები, მაჩვენებლების დაფა და საჭის რგოლი. მათთან ქრომისფერი ცალკეული დეტალებია შეხამებული.

რაც შეეხება აღჭურვილობას, ის უცვლელი დარჩა. ავტომობილს მამოძრავებელი ძალით 3.9-ლიტრიანი ტურბო V8 უზრუნველყოფს, რომელიც 560 ცხენის ძალას (7 500 ბრ/წთ-ზე) და 755 ნიუტონმეტრს იძლევა. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ „კალიფორნია T’მ“ ადგილიდან ასის აკრეფა 3.6 წამში შეძლოს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 316 კილომეტრია.