ამერიკელმა დრიფტერმა რაიან ტუერკმა უცნაური პროექტის განხორციელება დაიწყო – მან თავისი Toyota GT86-ის კაპოტქვეშ Ferrari 458-ის ძრავი ჩადგა და ის უკვე დაქოქა კიდეც. ტუერკი დრიფტის გარდა, იმითაცაა ცნობილი, რომ სერიულ მოდელებზე მძლავრ ძრავებს დგამს. ამჯერად მან იტალიური წარმოების ძრავი, პოპულარული იაპონური კუპეს წინა ნაწილში განლაგა.

gt-86-with-ferrari-458-v8-swap-gets-custom-headers-celebrates-by-shooting-flame_2

საინტერესოა ისიც, რომ 4.5-ლიტრიანი V8 ძრავის ორი გამოსაბოლქვი მილი, წინა ბორბლების წინ განლაგდა. იმის გამო, რომ მილები მოკლეა, ძრავის მუშაობისას ისინი ცეცხლის ალებს აფრქვევენ, რაც ჯერაც დაუმთავრებელ ავტომობილს განსაკუთრებულ ეფექტურობას მიანიჭებს.

თვითონ ძრავის ჩადგმა სივრცეში, რომელიც 4-ცილინდრიან აგრეგატზეა გათვლილი, საკმაოდ რთული საქმეა. როგორც ჩანს, ტუერკს თავისი GT86-ის კაპოტის გადაკეთება მოუწევს, რადგან სტანდარტული კაპოტის ქვეშ, ახალი ძრავის ჩატევა ვერ მოხერხდება. თუმცა მსგავსი სამუშაოები ტუერკს ადრე არაერთხელ შეუსრულებია. მაგალითად მაშინ, როცა თავისი Scion FR-S (იგივე Toyota GT86) 2JZ-ის 850-ცხენისძალიანი აგრეგატით აღჭურვა.

ძრავის შეცვლის გარდა, ტუერკი თავის ავტომობილს გააგანიერებს, შეუცვლის მუხრუჭებს და საკიდარს, აღჭურვავს უსაფრთხოების კარკასით და რა თქმა უნდა, მოუწევს ძარის გადაკეთება. ავტომობილის ფერად წითელია შერჩეული.

gt-86-with-ferrari-458-v8-swap-gets-custom-headers-celebrates-by-shooting-flame_3

ferrari-458-swapped-toyota-gt86-1