პარიზის კლასიკური ავტომობილების ტრადიციულ გამოფენზე გამართულ აუქციონზე, 1957 წელს გამოშვებული Ferrari 335 S Scaglietti რეკორდულ თანხად გაიყიდა. მასში 35 711 359 დოლარი გადაიხადეს, რაც აუქციონების ისტორიაში ყველაზე მაღალი ფასია. ოღონდ, ასეა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფასს ევროსა და გირვანქა სტერლინგში ვანგარიშობთ. პარიზში გაყიდული იშვიათი „ფერარის“ ფასი 32 075 200 ევრო და 24 693 782 გირვანქა სტერლინგია.

Ferrari 335 S Scaglietti1

ამერიკულ დოლარებში კი ყველაზე მაღალი ფასი, Ferrari-სვე წარმოების 250 GTO-შია გადახდილი (2014 წელს კალიფორნიაში). მისი სააუქციონო ფასი 38.1 მილიონი დოლარია. რა თქმა უნდა, ეს ვალუტებს შორის ახლანდელი კურსების შედეგია. ასეა თუ ისე, ამ ფასით, ავტომობილის მყიდველს (მისი ვინაობა აუქციონს არ გაუმხელია) 450 ცალი Chevrolet Corvette Z06-ის შეძენა შეეძლო. გამარჯვებული მყიდველი აუქციონზე მაშინ ჩაერთო, როცა ავტომობილზე ფასმა 20 მილიონ ევროს მიაღწია. აქედან მოყოლებული, ფასი სწრაფად ავიდა 32 075 200 ევრომდე.

A photo shows a 1957 Ferrari 335S Spider Scaglietti car valued at more than 32 millions of euros on February 2, 2016 in Paris, ahead of a sports car auction scheduled on February 5.  / AFP / JACQUES DEMARTHON        (Photo credit should read JACQUES DEMARTHON/AFP/Getty Images)

მარანელოს ფაბრიკიდან გამოსვლის შემდეგ, ავტომობილმა, რომლის ძარაც ატელიე Scaglietti-ს მიერაა შექმნილი, სებრინგის 12-საათიან რბოლაში მიიღო მონაწილეობა და მე-6 ადგილი დაიკავა. მაისში გამართულ მილე მილიას ფინიშთან მეორე მივიდა. 1957 წლის ლე მანზე ამ ავტომობილით მაიკ ჰოტორნმა და ლუიჯი მუსომ იასპარეზეს, რომლებმაც ლე მანის ისტორიაში პირველებმა, წრის საშუალო სიჩქარე პირველად ააცილეს 200 კმ/სთ-ს. მათი წრის რეკორდი 203.015 კმ/სთ იყო.

ამავე ავტომობილით, სტირლინგ მოსმა და მასტენ გრეგორიმ კუბის დიდი პრიზი მოიგეს. ამის შემდგ, ავტომობილმა ამერიკის კონტინენტზე რამდენიმე რბოლაში მიიღო მონაწილეობა. სარბოლო კარიერის დასრულების შემდეგ, მას პატრონი რამდენჯერმე გამოეცვალა. ყველაზე დიდხანს – 40 წელზე მეტხანს, მას ცნობილი კოლექციონერი პიერ ბარდინონი ფლობდა.

Ferrari 250 GTO-სგან განსხვავებით, Ferrari 335 S Scaglietti სარბოლო ავტომობილია და სულ ოთხი ცალია დამზადებული.