1957 წელს გამოშვებული Ferrari 335 S Spider Scaglietti, პარიზის რეტრომობილების სალონ „არტკურიალ მოტორქარზის“ აუქციონზე გასაყიდად გამოვა და როგორც მიმომხილველები ვარაუდობენ, მას აქვს იმის პოტენციალი, რომ მსოფლიოს უძვირესი ავტომობილი გახდეს.

1957-ferrari-315-335-s-scaglietti-spyer-collection-bardinon-4-artcurialphotographechristianmartin

წინასააუქციონო გათვლები ცხადყოფს, რომ კლასიკური სარბოლო ავტომობილი შეიძლება 28-32 მილიონი ევროს (ახლანდელი კურსით, დაახლოებით 30-34 მილიონი დოლარი) ფარგლებში გაიყიდოს. ამ ეტაპზე, აუქციონზე გაყიდვების რეკორდი მარანელოელთა სხვა ლეგენდარულ მოდელ Ferrari 250 GTO Berlinetta-ს ეკუთვნის, რომელიც 2014 წელს, კალიფორნიაში ჩატარებულ აუქციონზე 38 მილიონ დოლარად არის გაყიდული.

1957-ferrari-315-335-s-scaglietti-spyer-collection-bardinon-15-artcurialphotographechristianmartin

თებერვალში გასამართი აუქციონისთვის გამზადებული 335 S-ის შასის ნომერია 520/B და ის რბოლებისთვის შეიქმნა. თავიდან ის 3.8-ლიტრიანი V12 ძრავით აღიჭურვა, რომლითაც სებრინგის 12-საათიან რბოლაში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ კი ეს ძრავი 4.1-ლიტრიანი V12-ით შეცვალეს, რომლის სიმძლავრეც 400 ცხენის ძალას აღწევდა. ამ აგრეგატით, მან ლე მანის 24-საათიან რბოლაში იასპარეზა, სადაც მის საჭეს სახელოვანი პილოტები, იტალიელი ლუიჯი მუსო და ბრიტანელი მაიკ ჰოტორნი მართავდნენ.

ლე მანზე ავტომობილმა წრე საშუალო 200 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით პირველმა გაიარა. 1957 წელს ამ მანქანით ლეგენდარულმა სტირლინგ მოსმა კუბის დიდი პრიზი მოიგო, შემდეგ წელს კი მილე მილიაზე მეორე ადგილი დაიკავა. ამ შესანიშნავი ავტომობილით, სხვადასხვა დროს რბოლებში ფრანგი მორის ტრინტინიანი, ამერიკელი მასტენ გრეგორი, ბრიტანელი პიტერ კოლინზი და გერმანელი ვოლფგანგ ფონ ტრიპსი მონაწილეობდნენ.

1957-ferrari-315-335-s-scaglietti-spyer-collection-bardinon-16-artcurialphotographechristianmartin

1957-ferrari-315335-s-scaglietti-spyder-chaessis-0674-wolfgang-von-trips-mille-miglia-1957-ted-walker-ferret-fotographic