გამოცემა Petrolicious-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლოს ანჯელესის ერთ-ერთ მაცხოვრებელს, თავის ერთოთახიან ბინაში, ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა გამოკეტილი Ferrari-ს მიერ 1959 წელს გამოშვებული კუპე 250 GT PF. ამ ავტომობილის შესახებ, მისი ყოფილი მფლობელის ადვოკატს შეუტყვია. სუპერ ავტომობილი საცხოვრებელ ბინაში 1980-იანებიდან ინახებოდა. ადვოკატმა „პატიმარი“ გამოისყიდა და მის რესტავრაციას აპირებს.

თურმე პირველ პატრონს მანქანა იმის მოპარვის შიშით დაუმალავს – ის ჰოლივუდს, სადაც ცხოვრობდა, არ თვლიდა უსაფრთხო ადგილად. იმისათვის, რომ თავისი ავტომობილი დაემალა, საკუთარი ბინის ერთი კედელი დაშალა, ბინაში მანქანის შეყვანის შემდეგ კი კედელი თავიდან ამოაშენა.

დროთა განმავლობაში, ავტომობილს აღდგენა-რესტავრაცია ესაჭიროებოდა და მისი უცნაური მფლობელი, ამას პერიოდულად აკეთებდა კიდეც. სხვათა შორის, „ფერარი“ სპეციალურ საყრდენებზე იდგა, რათა მიწისძვრის შემთხვევაში, არ დაძრულიყო და კედელი არ გაენგრია.

ადვოკატს დიდი ხანია, სცოდნია მისი კლიენტის უცნაური „პატიმრის“ შესახებ, თუმცა ის საკუთარი თვალით სულ რამდენიმე კვირის წინ უნახავს, როცა მას ბინაში ეწვია. ესეც იმიტომ მოხდა, რომ ავტომობილის მფლობელს, ბინის გამოსვლა გადაუწყვეტია. ადვოკატმა ავტომობილის ყიდვის შეთავაზება მიიღო, რაზეც ის დათანხმდა.

250 GT PF „პატიმრობის ადგილიდან“ დაიხსნეს, რისთვისაც „შესასვლლი“ კედელი ისევ დასაშლელი გახდა. ავტომობილის ახალი მფლობელი, მის სრულ რესტავრაციას გეგმავს…