ბრიტანული კომპანია Triumph-ი მსოფლიოს უსწრაფესი მოტოციკლის მწარმოებლის სახელს 1955-1970 წლებში ფლობდა. შემდეგ ეს ტიტული დათმო, მაგრამ მალე მის უკან დაბრუნებას ეცდება. ამისათვის მისმა ინჟინრებმა შეიმუშავეს რაკეტის ფორმის ორბორბლიანი მანქანა, რომლის ორი სარაკეტო ძრავიც (Triumph Rocket III), ტურბინების დახმარებით, ჯამში 1000 ცხენის ძალას იძლევა.

The world's fastest Triumph - the Triumph Infor Rocket Streamliner2

რეკორდსმენი მოტოციკლის სიგრძე 7.77 მეტრია, სიგანე 0.61 მეტრი, სიმაღლე კი – 0.91 მეტრი. მისი მზიდი სტრუქტურა, კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული მონოკოკია. ახალი რეკორდის დამყარებას, მრავალი რეკორდის ავტორი, გაი მარტინი ეცდება. ის და Triumph-ის გუნდი უკვე ეწვია ლეგენდარულ ბონვილის ტრასას, რომელიც დამშრალი ტბის მარილიან ფსკერზე მდბარეობს და რომელსაც სიჩქარის რეკორდებისთვის ხშირად იყენებენ ხოლმე.

პირველი გამოსვლით, მარტინმა 274.2 მილი/საათში (441.46 კმ/სთ) სიჩქარე განავითარა, რაც Triumph-ის მოტოციკლების უმაღლესი სიჩქარეა. თუმცა მსოფლიო რეკორდამდე ჯერ ბევრი უკლია. რეკორდი 2010 წელს როკი რობინსონმა დაამყარა, რომელმაც სტრიმლაინერის ტიპის მოტოციკლ Top Oil-Ack Attack-ით, 376.363 მლ/სთ (605.697 კმ/სთ) განავითარა.

World's-Fastest-Triumph-Tops-274-MPH-At-Bonneville-2

The world's fastest Triumph - the Triumph Infor Rocket Streamliner