Fast and Shine – ეს არის ახალი სერვისი რომელიც ავტომობილების უწყლოდ რეცხვას გვთავაზობს ნებისმიერ ადგილზე, სადაც მანქანის გაჩერებაა შესაძლებელი. მომხმარებელს აღარ სჭირდება თავისუფალი ავტო-სამრეცხაოების ძებნა, საცობებში ან დამქანცველ რიგში დგომა. მომხმარებელი უკავშრიდება ტელეფონით ან ფეისბუკის საშუალებით კომპანიის ოპერატორებს და ატყობინებს ავტომანქანის ადგილმდებარეობას და სერიულ ნომერს. ამის შემდეგ სპეციალისტი მიდის ავტომანქანასთან და რეცხავს მას. სანამ მომხმარებელი დაკავებულია სხვა საქმით.

“გარდა გამოძახებისა, კომპანია იწყებს მსხვილ ავტოსადგომებზე, სილამაზის სალონებში, რესტორნებში და ა.შ. ობიექტების გახსნას და ადგილზევე მომსახურებას. ჩვენ გვაინტერესებს ყველა ობიექტი სადაც მომხმარებელი ნახევარი საათით მაინც შედის” – აცხადებს კომპანიის დირექტორი ირაკლი ბაღოშვილი.

Fast and Shine-ის პირველი ობიექტი გაიხსნა სავაჭრო და საოფისე ცენტრ „პიქსელში“. პიქსელის ოფისებში მომუშავე თანამშრომლებს ან გუდვილში შესულ მომხმარებელს ადგილზე თავაზობს მანქანის რეცხვას.

fast-and-shine-1

რაც შეეხება რეცხვის ტექნოლოგიებს: მანქანის რეცხვა ხდება წყლის გარეშე, უახლესი ქიმიური ხსნარების, სპეციალური მიკროფიბრის და ნანო ტექნოლოგიების გამოყენებით. მანქანას უკეთდება ნანო პოლირება. ძარას ედება პოლირების ცვილი, რაც იცავს ავტომობილის ძარას გადახუნებისგან, ნაკაწრებისგან, კოროზიისგან და სძენს მას ბზინვარებას.
მანქანის რეცხვის სრული პაკეტის მოიცავს: ძარის სპეციალური ხსნარით რეცხვას, ძარის, ფარების დ შუშების პოლირებას, სალონის წმენდას და საბურავების გაშავებას, რის შემდეგაც მანქანა ახალივით გამოიყურება.

სერვისის ფასებია: სედანი სრული პაკეტი: 15 ლარი, ჯიპი – 18 ლარი