26 მარტიდან სტარტს იღებს ფორმულა 1-ის ჩემპიონატი. პირველი გრან პრი ავსტრალიაში გაიმართება და 26 ნოემბერს აბუ-დაბიში დასრულდება. ქართველი გულშემატკივრის სასიხარულოდ, 20-ვე გრან პრის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია Setanta Georgia ქართულ ენაზე გააშუქებს!

26 მარტს, პირდაპირი ტრანსლაცია თბილისის დროით 08:55 საათზე დაიწყება. რბოლებს  წაუძღვებიან დავით ჩუბინიძე და საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი მევლუდ მელაძე.

აქვე გთავაზობთ ფორმულა 1-ის მთლიანი სეზონის განრიგს

  • 26 მარტი – ავსტრალია
  • 9 აპრილი – ჩინეთი
  • 16 აპრილი – ბაჰრეინი
  • 30 აპრილი – რუსეთი
  • 14 მაისი – ესპანეთი
  • 28 მაისი – მონაკო
  • 11 ივნისი – კანადა
  • 25 ივნისი – ევროპა (აზერბაიჯანი)
  • 9 ივლისი – ავსტრია
  • 16 ივლისი – ბრიტანეთი
  • 30 ივლისი – უნგრეთი
  • 27 აგვისტო – ბელგია
  • 3 სექტემბერი – იტალია
  • 17 სექტემბერი – სინგაპური
  • 1 ოქტომბერი – მალაიზია
  • 8 ოქტომბერი – იაპონია
  • 22 ოქტომბერი – აშშ
  • 29 ოქტომბერი – მექსიკა
  • 12 ნოემბერი – ბრაზილია
  • 26 ნოემბერი – აბუ დაბი

სად შეიძლება Setanta Georgia-ს ყურება?

სპორტული ტელეარხი ხელმისაწვდომია მაგთის IP ტელევიზიაზე, მაგთისატზე, გლობალ TV-ზე და მე-7 არხის საკაბელო ტელევიზიაზე.

აღსანიშნავია რომ, გარდა Formula 1-სა, Setanta Georgia მაყურებელს მთელი წლის მანძილზე სთავაზობს ისეთი საინტერესო სპორტული ღონისძიებების პირდაპირ ტრანსლაციებს, როგორებიცაა: იტალიის ”სერია ა”, გერმანიის ბუნდესლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, UFC და სხვა საინტერესო პირველობები.