ლუის ჰამილტონმა ბრიტანეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და თავის კარიერაში 56-ე პოულ პოზიცია მოიპოვა. საუკეთესო წრე მან ბოლო წამებზე დააფიქსირა. არადა, ამ ცდის შესრულებამდე, მის გრაფაში სიცარიელე იყო, რადგან პირველი ცდა, რომლითაც ასევე პოულს აიღებდა, მსაჯებმა გაუუქმეს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ჰამილტონი მოსახვევ კოპსში ტრასის საზღვრებს გასცდა.

shell-for-web

ასე იყო თუ ისე, მეორე ცდაზე მან მაინც მიაღწია თავისას და როგორც თავად თქვა, მართალია, ეს მისი საუკეთესო წრე არ იყო, რადგან ფრთხილობდა, შეცდომა არ გაემეორებინა, მაინც 0.3 წამზე მეტით აჯობა ჩემპიონატის ლიდერ ნიკო როსბერგს. გერმანელმა 0.7 წამზე მეტით ჩამოიტოვა მესამე შედეგის მქონე მაქს ფერსტაპენი, რომელმაც პირველად მოუგო კვალიფიკაცია თანაგუნდელ დანიელ რიკიარდოს.

აღსანიშნავია, რომ რბოლის დასრულების შემდეგ, როსბერგი სტიუარდებმა გამოიძახეს, რათა კვალიფიკაციის პირველ სეგმენტში მომხდარი შემთხვევა განეხილათ. როსბერგმა პირველი სწრაფი ცდის შესრულების შემდეგ, ერთ ნელი წრე შეასრულა, რომელიც არ ეტეოდა იმ ლიმიტში, რაც ბოქსში დასაბრუნებლად იყო განკუთვნილი. მაგრამ როსბერგმა განაცხადა, რომ ბოქსებში არ ბრუნდებოდა და მეორე სწრაფი წრისთვის ემზადებოდა, რა დროსაც საბურავების გაგრილებაზე ზრუნავდა. სტიუარდებმა „ეჭვმიტანილის“ არგუმენტი სარწმუნოდ მიიჩნიეს და ის რბოლიდან არ მოხსნეს.

F1-Silverstone-quali-5

მეხუთე და მეექვსე დროები „ფერარის“ პილოტებს ჰქონდათ. ამასთან, კიმი რაიკონენმა უკეთესი დრო დააფიქსირა. სებასტიან ფეტელს კი ისევ არ გაუმართლა – კვლავ გადაცემათა კოლოფმა უმტყუნა, რის გამოც, სტარტზე ხუთი ადგილით უკან, მე-11 პოზიციაზე მოუწევს დადგომა. აღსანაშნავია, რომ რაიკონენმა ჰამილტონთან წამნახევარზე მეტი წააგო.

„ჰონდას“ განახლებული ძრავით იასპარეზეს „მაკლარენის“ პილოტებმა. თუმცა ჯენსონ ბატონმა პირველი სეგმენტიც კი ვერ გადალახა, ფერნანდო ალონსომ კი მესამეში გააღწია, თუმცა მე-10 ადგილს დასჯერდა, რადგან პირველი სწრაფი წრე, რომლითაც მე-8 დრო ექნებოდა, იმავე მიზეზით გაუუქმეს, რომლითაც ჰამილტონს. რაც შეეხება ბატონს, სწრაფი წრის შესრულებისას, მის მანქანაზე უკანა ანტი ფრთის სამაგრი მოეშვა, რაც პილოტის დროზე აისახა. მეორე ცდის შესრულება კი მან ვერ მოასწრო.

ბრიტანეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:29.287
  2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:29.606
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:30.313
  4. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:30.618
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:30.881
  6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:31.490
  7. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:31.557
  8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:31.920
  9. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:31.989
  10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:32.343
  11. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:31.875
  12. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:32.002
  13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:32.050
  14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:32.241
  15. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:32.306
  16. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:37.060
  17. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:32.788
  18. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:32.905
  19. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:33.098
  20. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:33.151
  21. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:33.544
  22. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) დროის გარეშე

სასტარტო განლაგება

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)
  2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული)
  4. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული)
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)
  6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)
  9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)
  10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)
  11. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)
  12. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)
  13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი)
  14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი)
  15. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)
  16. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო)
  17. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)
  18. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო)
  19. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი)
  20. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი)
  21. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)
  22. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი)

content-banner