ავსტრიის დდ პრიზზე, „ფერარიმ“ კოკპიტის დამცავი სტრუქტურის მისეული ვარიანტის, „ჰალოს“ ახალი ვარიანტი ჩაიტანა, რომელსაც მხოლოდ პირველი თავისუფალი პრაქტიკის წინ, ბოქსებში ჩაუტარდა სტატიკური ტესტები. ტესტებს შორის ერთ-ერთი იყო კოკპიტიდან პილოტის ამოსვლის სისწრაფე.

საგანგებო ვითარებაში კოკპიტის დატოვების სისწრაფე ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომელც საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარეობს.

shell-for-web

როგორც ცნობილია, „რედ ბულის“ მიერ შემუშავებულმა „აეროსქრინმა“ პილოტებისგან, გუნდებისა და ფანებისგან მეტი მოწონება დაიმსახურა, მაგრამ FIA-მ გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე, „ჰალო“ უკეთ არის შესწავლილი და ამიტომ, მომავალ სეზონში გუნდები სწორედ ფერარის“ მიერ შემუშავებულ კონსტრუქციას გამოიყენებენ.

ახალი „ჰალო“ ტიტანისგან დამზადდა, რისი წყალობითაც, ის პირველ ვერსიაზე მსუბუქია. ამასთან, მარანელოში იმაზეც იზრუნეს, რომ დამცავი სტრუქტურა ვიზუალურადაც უფრო დახვეწილი ყოფილიყო. როგორც ბრიტანული გამოცემა „ავტოსპორტი“ იუწყება, „ფერარი“ თავისი დამცავი კონსტრუქციის კიდვ ერთ განხლებას გეგმავს. სწორედ მესამე ვერსია იქნება საბოლოო, რომელსაც მომავალი სეზონიდან გუნდები გამოიყენებენ.

შესაბამის ოფიციალურ გადაწყვეტილებას FIA ბრიტანული დიდი პრიზის დღეებში მიიღებს. ფედერაცია ამ სისტემის მხოლოდ ერთ სეზონში გამოყენებას გეგმავს, რის შემდეგაც, მას სავარაუდოდ „აეროსქრინი“ შეცვლის. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კონსტრუქცია შესაბამის ტესტებს წარმატებით გაივლის.

content-banner