ლუის ჰამილტონს ვერც წვიმამ და ვერც მეტოქეებმა ხელი ვერ შეუშალეს იმაში, რომ ბრიტანული დიდი პრიზი ზედიზედ მესამედ, სულ კი მეოთხედ მოეგო და თავის თანაგუნდელ ნიკო როსბერგთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეემცირებინა. გამარჯვების კვარცხლბეკზე აღნიშვნის შემდეგ, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი მაყურებლებში გაერია – პიტლეინის გამყოფ ღობეზე გადაძვრა, რის შემდეგაც ხალხმა ხელში აიტაცა.

Race winner Lewis Hamilton (GBR) Mercedes AMG F1 celebrates with the fans. 10.07.2016. Formula 1 World Championship, Rd 10, British Grand Prix, Silverstone, England, Race Day. - www.xpbimages.com, EMail: requests@xpbimages.com - copy of publication required for printed pictures. Every used picture is fee-liable. © Copyright: Moy / XPB Images

ბრიტანელმა პილოტმა თავის კარიერაში 47-ე გამარჯვება 130 000 მაყურებლის წინაშე მოიპოვა და თუ სეზონის დასაწყისში, როსბერგს ბადალი არ ჰყავდა, ახლა უპირატესობა მოქმედი ჩემპიონის ხელში გადადის. მათ შორის არსებული ერთქულიანი განსხვავება კი, სეზონის შუაში პრაქტიკულად არაფერია.

“მე მას ვეწევი და ასე გავაგრძელებ. ახლა მახსენდება, აქ რომ პირველად ვიდექი 2008 წელს და ისევე მიხარია, თუ მეტად არა, როგორც მაშინ” – კვარცხლბეკზევე განაცხადა ჰამილტონმა.

shell-for-web

როსბერგმა რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა, მაგრამ რბოლის შემდეგ, სტიუარდბმა 10 წამით დააჯარიმეს, რამაც მესამე ადგილამდე ჩამოაქვეითა. დაჯარიმების მიზეზი გახდა ის, რომ გუნდმა რადიოთი ურჩია, ტრანსმისიის მე-7 საფეხური არ გამოეყენებინა, რადგან ამას შესაძლოა კოლოფი მწყობრიდან გამოეყვანა. ფ1-ის სპორტული რეგლამენტით კი ასეთი რჩევების რადიოთი გადაცემა აკრძალულია. როსბერგის მანქანაზე გადაცემათა კოლოფმა ჭირვეულობა ფინიშამდე 5 წრით ადრე დაიწყო. ამის მიუხედავად, მან შეძლო რბოლის მეორე ადგილზე დასრულება და მაქს ფერსტაპენს 1.3 წამით აჯობა. მერსედესმა განაცხადა, რომ სტიუარდების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

Nico Rosberg (GER) Mercedes AMG Petronas F1 W07. 10.07.2016. Formula 1 World Championship, Rd 10, British Grand Prix, Silverstone, England, Race Day. - www.xpbimages.com, EMail: requests@xpbimages.com - copy of publication required for printed pictures. Every used picture is fee-liable. © Copyright: Batchelor / XPB Images

ასეა თუ ისე, 10-წამიანი ჯარიმის შემდეგ, როსბერგი მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა, მეორეზე კი ფერსტაპენმა გადაინაცვლა, რომელმაც სველ ტრასაზე, ერთხელ შეძლო გერმანელის გასწრება, თუმცა როცა ასფალტი გაშრა, როსბერგმა პოზიცია გასწრებითვე დაიბრუნა.

რბოლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სილვერსტოუნი ძლიერმა წვიმამ დაასველა. ამის გამო, რბოლა უსაფრთხოების მანქანის მეთაურობით დაიწყო. ხუთი წრის შემდეგ კი ტრასა საკმარისად გაშრა იმისათვის, რომ უსაფრთხოების მანქანა პიტლეინზე შესულიყო. მის კვალად, ბოქსებს რამდენიმე პილოტმა მიაშურა, რომლებსაც იქ საშუალო წვიმის ბორბლები დაუყენეს.

Lewis Hamilton (GBR) Mercedes AMG F1 W07 Hybrid leads behind the FIA Safety Car. 10.07.2016. Formula 1 World Championship, Rd 10, British Grand Prix, Silverstone, England, Race Day. - www.xpbimages.com, EMail: requests@xpbimages.com - copy of publication required for printed pictures. Every used picture is fee-liable. © Copyright: Moy / XPB Images

ჰამილტონმა სტარტიდანვე შეძლო დაწინაურება და ბოლომდე წინ არავინ გაუშვია. იყო მომენტები, როცა მას სველმა ტრასამ პრობლემები შეუქმნა, თუმცა რტეალური მეტოქეობა მაინც ვერავინ გაუწია. ჰამილტონი ფ1-ის ისტორიაში პირველი პილოტია, ვინც ბრიტანული დიდი პრიზი ზედიზედ სამჯერ მოიგო.

მომდევნო ეტაპს უნგრეთი ორ კვირაში უმასპინძლებს.

ბრიტანეთის დიდი პრიზი

სილვერსტოუნი, დისტანცია 306.198 კმ (5.891 კმ, 52 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:34:55.831
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) +00:08.250
  3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:16.911
  4. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:26.211
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 01:09.743
  6. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 01:16.941
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 01:17.712
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 01:25.858
  9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 01:31.654
  10. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 01:32.600
  11. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
  12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  14. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1 წრე
  15. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1 წრე
  16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1 წრე

17გ. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო)                                3 წრე

გ. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო)                      15 წრე

გ. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი)                         28 წრე

გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი)                          35 წრე

გ. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი)                     41 წრე

გ. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი)                        46 წრე

შენიშვნა: გ – გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ნიკო როსბერგი – 1:35.548, 44-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 168
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 167
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 106
  4. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 100
  5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 98
  6. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 90
  7. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 54
  8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 47
  9. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 38
  10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 28
  11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 26
  12. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 26
  13. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 23
  14. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 18
    15. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 13
  15. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 6
  16. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1
  17. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1
  18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 0
  19. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 0
  20. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 0
  21. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 0
  22. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 0

კონსტრუქტორთა პირველობა

  1. მერსედესი 335
  2. ფერარი 204
  3. რედ ბულ-TAG ჰოიერი 198
  4. უილიამს-მერსედესი 92
  5. ფორს ინდია-მერსედესი 73
  6. ტორო როსო-ფერარი 41
  7. მაკლარენ-ჰონდა 32
  8. ჰაას-ფერარი 28
  9. რენო 6
  10. მენორ-მერსედესი 1
  11. ზაუბერ-ფერარი 0

content-banner