იტალიურმა კომპანია Mazzanti Automobili-მ თავის სუპერ ავტომობილ Evantra-ს ვერსია Evantra Millecavalli შეიმუშავა და პირველად ის ტურინის მოტორ შოუზე წარადგინა. ახალი ავტომობილის დასახელებაში სიტყვა “მილეკავალი” ათას ცხენს ნიშნავს, ანუ მისი ძრავის სიმძლავრე სწორედ 1000 ცხენის ძალაა. ტოსკანური კომპანია სიამაყით აცხადებს, ეს არის ყველაზე მძლავრი იტალიური საგზაო ავტომობილი.

Mazzanti-Evantra-Millecavalli-Makes-1

ცნობისათვის, აქამდე ეს არაოფიციალური სტატუსი Ferrari LaFerrari-ს ეკუთვნოდა, რომელსაც ჰიბრიდული ძალური დანადგარი 950 ცხენის ძალას და 900 ნიუტონმეტრს ანიჭებს. Evantra Millecavalli-ს შესაბამისი მაჩვენებლები კი 1000 ცხენის გარდა, 1200 ნიუტონმეტრიცაა. ასეთ მახასიათებლებს ავტომობილს 7.2-ლიტრიანი V8 ძრავი ანიჭებს, რომელსაც ორი ტურბო კომპრესორი ემსახურება.

ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. ამ წყვილის დახმარებით, 1300-კილოგრამიან ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად, 2.7 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 402 კმ/სთ-ს აღწევს. და ეს ყველაფერი არაა: Brembo-ს მიერ სარბოლო ტექნოლოგიებით შემუშავებული მძლავრი, კარბონ-კერამიკული მუხრუჭების წყალობით, 300 კმ/სთ-დან სრულ გაჩერებამდე Evantra Millecavalli-ს 7 წამი ჰყოფნის.

2016-mazzanti-evantra-millecavalli-5

ახალი ჰიპერ ავტომობილი, Evantra-ს პლატფორმაზეა აგებული, რომლის მზიდი ელემენტიც, ფოლადს მილების, მოლიბდენის და კარბონს კომპოზიტის გამოყენბით დამზადდა. ამიტომ ის არის მსუბუქიც და ძალიან ხისტიც, რაც ავტომობილის მდგრადობას და მანევრულობას აუმჯობესებს. გარდა ამისა, Evantra Millecavalli-ს აქვს რთული აეროდინამიკური სისტემა, რომელიც მოსახვევებში და სწორ მონაკვეთებზე მის გზის საფართან ჩაჭიდებას ზრდს. ასეთია სისტემა სახელა „ალა სოფატა“ (ქარის ფრთა), რომელიც ფ1-ის ჩასაბერი დიფუზორების მსგავსად, ძრავის სეგმენტიდან გახურებულ ჰაერს უკანა ანტი ფრთაზე მიმართავს.

Mazzanti მხოლოდ 25 ცალი Evantra Millecavalli-ს გამოშვებას აპირებს. მის ფასზე კი ჯერჯერობით არაფერს ამბობს.

2016-mazzanti-evantra-millecavalli-4