პარიზის შარშანდელ მოტორ შოუზე, Smart-მა ერთდროულად სამი ელექტრომობილი – Fortwo, Forfour და Fortwo Cabrio-ი წარადგინა. ამ სამიდან, გერმანიის ბაზარზე პირველი ორი ივნისში გამოვა, მესამე კი ერთი თვით ადრე. შესაბამისად, ისინი 21 940, 22 600 და 25 200 ევრო ეღირება. გაყიდვების დასაწყისში, მყიდველს სპეც ვერსია Greenflash-ს შესთავაზებენ.

ასეთი პატარა ავტომობილისთვის, თუნდაც ის ელექტრომობილი იყოს, ასეთი ფასი ძვირია, მაგრამ ევროპაში მოქმედი გარემოს დაცვის შეღავათების სისტემა, სამივე ვერსიას მინიმუმ 4 000 ევროთი გააიაფებს. გერმანული კომპანია აცხადებს, რომ ამ ტარიფის გათვალისწინებით, მისი ელექტრომობილების ფასი. მათი ღირებულების შესაბამისია.

ყველაფერთან ერთად, ელექტრომობილების სტანდარტულ ეკიპირებაში ბევრი ისეთი რამ შევიდა, რასაც შიდაწვისძრავიანი ვერსიების მყიდველს ოპციის სახით სთავაზობენ. მათ შორისაა ავტომატური კლიმატ კონტროლი, აუდიო სისტემა AUX/USB და ბლუთუთ კავშირით და სხვა. გარდა ამისა, მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ სწრაფად დასამუხტ, 22-კილოვატიან სისტემას, რომელიც შემოდგომიდან გაიყიდება და 840 ევრო ეღირება. მისი მეშვეობით, ელექტრომობილებს 45 წუთში სრულად დამუხტავთ. ცნობისათვის, მათ ელემენტების ბლოკის ტევადობა სულ რაღაც, 17.6 კილოვატსაათია. შედარებისთვის, „რენო ზოის“ 22 და 41-კილოვატსაათიანი ელემენტების ბლოკები ემსახურება, „ოპელ ამპერა-e-ს“ კი – 60-კილოვატსაათიანი.