საქართველოს ბაზარზე, მაღალი ხარისხის საავტომობილო საზეთი მასალების მწარმოებელი კიდევ ეთი ევროპული კომპანია, ჰოლანდიური „ევროლი“ შემოვიდა. მის ასორტიმენტში მრავალი დანიშნულების საზეთი, ტექნიკური დანიშნულების და სატრანსპორტო საშუალებათა მოვლის, ასევე მანქანთმშენბლობისთვის საჭირო მასალები შედის.

www.facebook.com/EurolGeorgia  |  www.eurol.com  |  Tel: 2 403-403

ევროლი მსოფლიოს მასშტაბის კომპანიაა. ჰოლანდიის გარდა, ის 65-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. საკუთარი ლაბორატორიის მეშვეობით, ევროლი სწრაფად რეაგირებს სიახლეებზე. ბაზარზე პროფესიონალებთან თანამშრომლობა, „ევროლის“ მნიშვნელოვან საძირკველს წარმოადგენს, რათა ყველა სფეროში, უმაღლესი ხარისხის პროდუქცია შეიმუშაოს და აწარმოოს.

ევროლი გამოირჩევა დანამატების ხაზით რომელიც წარმოების ერთ-ერთი ფართო მიმართულებაა. დანამატების შერჩევის ყველაზე მოქნილი საძიებო სისტემა ინტეგრირებულია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომლის საშუალებით თქვენ შეძლებთ სპეციალურად თქვენი ავტომობილის პრობლემისთვის საჭირო დანამატის შერჩევას.

ADDITIVES ADVISOR

13275826_10201924772077717_40746182_n

ხარისხი

ერთ-ერთ ევროპულ ქარხანაში, რომელიც ნიივერდალში (ჰოლანდია) მდებარეობს, „ევროლი“ თავის მაღალი ხარისხის ზეთებს აწარმოებს და ეფექტურად აფასოებს. შერევის მაღალ ტექნოლოგიური პროცესი, მასალების და კომპონენტების მაღალი სიზუსტით დოზირების საშუალებას იძლევა. ეს კი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ზეთების კონსისტენციას და ხარისხს. ზეთების ფორმულებში გამოიყენება ყველაზე მაღალი ხარისხის საბაზო ზეთები და უახლესი დანამატები. ამ ყველაფრის შედეგია ყველაზე მაღალი ხარისხის შესაზეთი ნივთიერებები, რომლებიც საიმედო და მდგრადი მახასიათებლებით გამოირჩევა.

Eurol-Car

ისტორია

„ევროლი“ 1977 წელს ჯოან პფაიფერმა დააარსა, როგორც ახალი, სრულიად დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც ჰოლანდიური ხარისხის ზეთებს აწარმოებდა. თავიდან ის ფოკუსირებული იყო ველოსიპედების და მოტოციკლების წარმოებაზე, შემდგომში კი მრეწველობის სხვა სფეროებიც აითვისა, მათ შორის, ავტომობილები და სოფლის მეურნეობა. კარგად გააზრებულმა მარკეტინგულმა კამპანიამ „ევროლს“ სწრაფად მოაპოვებინა პოპულარობა.

13262669_10201924776637831_258062462_o

ლაბორატორია

კომპანიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია მუდმივად ატარებს კვლევებს, რომლების დანიშნულებაც, ახალი ზეთების შემუშავება და არსებულების შემდგომი სრულყოფაა. სწორედ ისინი წარმოადგენენ „ევროლის“ პროდუქციის გაფართოების ძირითად ბაზას. ეს ზეთები, მაკომპლექტებელი დანადგარების მწარმოებელთა უახლეს მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ. „ევროლს“ თავისი ზეთების უმეტესობაზე, მიღებული აქვს სარეკომენდაციო წერილები, რომლებსაც მაკომპლექტებელი დანადგარების მწარმოებლები იძლევიან.

თავის სფეროში დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების წყალობით, ჰოლანდიური კომპნია ნებისმიერ პროდუქციას ოპტიმიზებული წარმადობით ამზადებს. ამასთან, ტექნოლოგიურ სფეროს მიღწევები, მუდმივად ყურადღების არეშია, რათა „ევროლის“ საზეთი მასალები უსაფრთხო საექსპლუატაციო თვისებებით გამოირჩეოდეს.

ზეთების შემადგენლობა და ფორმულა, საბაზო ზეთების და დანამატების სწორად შერჩევას ეფუძნება. დანამატები სხვადასხვა ქიმიური კომპონენტებისგან შედგება, როგორებიცაა თუთიის, კალციუმის, ფოსფორის და გოგირდის ნაერთები. ბოლო დროს შემუშავდა ძრავის ზეთები, რომელთა ფუნქციაშიც, საწვავის მოხმარების შემცირება, გამონაბოლქვის შემცირება და ზეთის გამოცვლებს შორის ინტერვალის გაზრდა შედის.

13262531_10201924776557829_749430005_o

წარმოება

საზეთი მასალების წარმოებისთვის გამოყენებული, სპეციალურად შემუშავებული ტექნოლგიური დანადგარები, უზრუნველყოფენ „ევროლის“ უპრეცედენტოდ უმაღლესი კლასის და ხარისხის პროდუქციის წარმოებას. ასეთია შემრევი დანადგარები, რომლებიც თვითკალიბრირებადი მასობრივი ხარჯმზომებით არის აღჭურვილი. ეს ყველაფერი გაზომვების სიზუსტეს და საიმედობას უზრუნველყოფს.  გარდა ამისა, შესაძლებელია დიდი და მცირე პარტიების დაფასოების გარეშე ამოსხმა, რისთვისაც განსხვავებულ მასალებს იყენებენ.

უფრო მეტიც, „ევროლი“ ზეთებს კერძო ბრენდებისთვისაც ასხამს. კლიენტის თხოვნით, კომპანიას შეუძლია სრული საწარმოო პროცესის ორგანიზება, დაწყებული პროექტირებიდან, უშუალოდ წარმოებით დამთავრებული.

a74caaf2-6774-4c74-ae68-e4ffced43ff9

ხარისხი

„ევროლისთვის“ მთავარი ღირებულება ხარისხია. 1995 წლის 1 მაისიდან, „ევროლ ლუბრიკანტსის“ საზეთი მასალები, ISO 9001 სტანდარტის მიხედვით არის სერტიფიცირებული.

ISO 9001 არის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი, რომელიც მწარმოებლისგან, ხარისხის მართვის აწყობილ სისტემას მოითხვს. ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკაცია ობიექტურად ადასტურებს, რომ მწარმოებელი სტანდარტის ყველა მოთხოვნას ასრულებს და რომ კომპანიას შესწევს უნარი, უზრუნველყოს შეთანხმების შესაბამისი პროდუქციის მიწოდება. ISO სერტიფიკატის მიღებით, Eurol Lubricants B.V.-ს ხარისხის მართვის სისტემამ, ფორმალური აღიარება მიიღო.

Lloyd’s Register Nederland B.V. პერიოდულად ამოწმებს კომპანიას, რათა დარწმუნდეს, რომ ხარისხის მართვის სისტემა გამართულად, სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად მუშაობს. შემოწმებებს დამოუკიდებელი აუდიტორები ატარებენ, რაც მიუკერძოებლობას უზრუნველყოფს. და თავის მხრივ, ეს ფაქტორი გარანტიაა Eurol Lubricants B.V.-ს კლიენტებისთვის, რომ ისინ ხარისხიან, უმაღლესი სტანდარტის შესაბამის პროდუქციას ყიდულობენ.

Dak-Eurol

სპორტი

მისი არსებობის განმავლობაში, „ევროლი“ ავტოსპორტშია ჩართული. მიმდინარე სეზონში მისი აქტივობა, დაკარის რალი მარათონს და ტურინგის კლასში მსოფლიო ჩემპიონატს (WTCC) დაუკავშირდა. დაკარზე ჰოლანდიური კომპანია სხვადასხვა კატეგორიის რამდენიმე ეკიპაჟის სპონსორი იყო. WTCC-ზე კი ჰოლანდიელ მრბოლ ტომ კორონელს ასპონსორებს, რომელიც „ROAL მოტორსპორტის“ „შევროლე კრუზით“, კერძო გუნდების კლასში ასპარეზობს. განვლილი ოთხი ეტაპის რვა რბოლიდან, კორონელს ჯერჯერობით ერთი აქვს მოგებული და ისიც აბსოლუტურ კლასიფიკაციაში.

ევროლი საქართველოში დრიფტის მიმართულებაში არის წარმოდგენილი რომელიც საქართველოს დრიფტის ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას.