კონკურს ევროპის 2018 წლის ავტომობილის ჟიურიმ იმ შვიდეულის სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაც, წლის საუკეთესო ავტომობილს აირჩევს. საპატიო ტიტულის მოპოვების შანსი აქვთ: ქროსოვერ Alfa Romeo Stelvio-ს, ლუქს კლასის სედან Audi A8-ს, ბიზნეს კლასის სედან BMW 5 Series-ს, ქროსოვერ Citroen C3 Aircross-ს, სპორტულ სედან Kia Stinger-ს, კომპაქტურ ჰეჩბეკ Seat Ibiza-ს და კომპაქტურ ქროსოვერ Volvo XC40-ს.

მიმდინარე კონკურსში თავიდან 37 ავტომობილი იყო ჩართული, რომელთა პრემიერაც წელს შედგა ევროპის ხუთ ან მეტ ბაზარზე. მათ არაერთი ტესტი ჩაუტარდათ, შემფასებლები კი ევროპის საავტომობილო გამოცემების გამოცდილი ჟურნალისტები იყვნენ. საბოლოო გამარჯვებულს, ევროპის 23 ქვეყნის 60 ჟურნალისტი შეარჩევს. გამარჯვებულის ვინაობა ჟენევის მოტორ შოუზე, მარტში გამოცხადდება.

ცნობისათვის, გასული წლის ევროპის საუკეთესო ავტომობილად, ქროსოვერი Peugeot 3008 დასახელდა. მეორე და მესამე ადგილები Alfa Romeo Giulia-ს და Mercedes-Benz E-Class-ს ერგოთ. უფრო ადრე, კონკურსი ჰეჩბეკმა Opel Astra-მ და Peugeot 308-მ მოიგეს.