ზაუბერის ხელმძღვანელი მონიშა კალტენბორნი ამბობს, რომ ძრავების რეგლამენტის ცვლილებამ, რომელიც 2017 წლიდან არის მოსალოდნელი, სხვადასხვა მწარმოებლის ძრავების ძირითადი პარამეტრების პარიტეტი უნდა უზრუნველყოს. ის თვლის, რომ ფორმულა ერთის მომავლისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ფორმულა ერთის შეფმა ბერნი ეკლსტოუნმა ახლახანს წამოაყენა იდა, რომელიც V8 ძრავებზე ნაწილობრივ გადასვლას ითვალისწინებს. ბერნის მიაჩნ, რომ რეგლამენტით ერთდროულად ორი ტიპის ძრავების დაშვება, საშუალო და სუსტ გუნდებს, განვითარების საშუალებას მისცემს, რადგან მათ V8 ძრავების შეძენა გაცილებით იაფი დაჯდება.

ეს იდეა უკვე მოიწონეს „ფორს ინდიამ“ და „ზაუბერმა“, „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა კი მას საინტერესო უწოდა და კონცეპციის განხილვისთვის მზაობა გამოთქვა. კალტენბორნი ამბობს, რომ ეს იდეა საინტერესოა და განხილვას საჭიროებს, რადგან ძრავების პარიტეტს გულისხმობს.

Petronas-Sponsor

„ყველა დამეთანხმება, რომ ფორმულა 1 მოწინავე ტექნოლოგიებს წარმოგვიდგენს. ამასთან ყველამ უნდა აღიაროს, რომ ძალური დანადგარი, ფასის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ამიტომ არ გვინდა იმ დროში დაბრუნება, როცა ძრავები მეტისმეტად ძვირი ღირდა. საქმეს ართულებს ის ფაქტი, რომ სხვადასხვა მწარმოებლის აგრეგატებს შორის განსხვავება ძალიან დიდია, რამაც განაპირობა ის, რომ ერთი გუნდი დომინირებს. შემოთავაზებული კონცეპტები ამ მხრივ საინტერესოა. მთავარი მათში ის უნდა იყოს, რომ ძღავების პარიტეტს მივაღწიოთ“, – ამბობს კალტენბორნი.

ის ასევე დასძენს, რომ სპორტმა თავის ფანებს უნდა უსმინოს, როცა მნიშვნელოვან წესებს განიხილავს, რომლებიც მალე უნდა დამკვიდრდეს: „ამ დისკუსიაში ფანებიც უნდა იყვნენ ჩართულნი. მნიშვნელობა არ აქვს, ძრავების ხმის საკითხი განიხილება, თუ სხვა რამ. როცა ცვლილებაზეა ლაპარაკი, ფანებს აუცილებლად უნდა ვკითხოთ, რა სურთ მათ“.

ფორმულა 1-ის სტრატეგიის ჯგუფი მასში შეიკრიბება და სხვა საკითხებთან ერთად, ახალი რეგლამენტის შესახებაც იმსჯელებს.

Petronas-Sponsor-Footer