შვეიცარიულმა კომპანია Classic Factory ჟენევის მოტორ შოუზე გამოაცხადა, რომ მალე ელექტრული სუპერ ავტომობილის, Elextra-ს წარმოების დაწყებას აპირებს. მას შემდეგ, ამ ავტომობილზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. ახლახანს კომპანიამ მასზე ახალი ინფორმაცია და პირველი ოფიციალური ფოტოები გაავრცელა.

Elextra ოთხკარიანი, ოთხადგილიანი, სრულ ამძრავიანი ავტომობილი იქნება. მისი ძალური დანადგარი, გამწევ მომენტს ბორბლებს შორის, საჭიროების შესაბამისად ანაწილებს. სუპერ ავტომობილის სტრუქტურა და ძარა კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება. როგორც Classic Factory განმარტავს, ამ მასალით, ავტომობილი იმაზე 25 პროცენტით მსუბუქია, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ მისი სტრუქტურა ალუმინისგან დამზადდებოდა.

Elextra-ს ძალურ დანადგარში ორი ელექტრო ძრავი შევიდა. ერთი წინა ბორბლებს ემსახურება, მეორე კი – უკანებს. მათი ჯამური სიმძლავრე 680 ცხენის ძალას აღწევს. ასეთი სიმძლავრე იუმის საშუალებას იძლევა, რომ ელექტრომობილმ ადგილიდან ასის აკრეფა 2.3 წამში მოასწროს. შვეიცარიული კომპანია აცხადებს, რომ მისი ავტომობილი ამ მაჩვენებლით, სერიულ ავტომობილებს შორის, რომლებზეც საერთო სარგებლობის გზებზე ექსპლუატაციის სერტიფიკატია გაცემული, უსწრაფესი იქნება. თუმცა, უსაფრთხოების და ენერგიის ეკონომიისთვის, მაქსიმალოური სიჩქარე 250 კმ/სთ ნიშნულზე იქნება შეზღუდული.

დინამიკური მახასიათებლების გარდა, Elextra სვლის სიშორითაც გამორჩეული იქნება. კომპანიას არ გამოუცხადებია ენერგიის დაგროვების წყაროს ტიპი, თუმცა ირწმუნება, რომ ერთი წრული დამუხტვით, ავტომობილი 600 კილომეტრის გავლას შეძლებს. და ეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი საშუალო სიჩქარე 100 კმ/სთ იქნება.

ავტომობილის შემუშავება შვეიცარიაში მიმდინარეობს, თუმცა მისი წარმოება (ხელით წარმოება) გერმანიაში იგეგმება. შეზღუდულია წარმოების მოცულობა – Elextra მხოლოდ 100 ცალი დამზადდება. საბაზო ფასის სავარაუდო დიაპაზონი 400-500 ათასი ევროა. ელექტრული სუპერ ავტომობილის წარმოება 2019 წელს უნდა დაიწყოს.