ელექტრომობილების მწარმოებელ ამერიკულ კომპანია ტესლას ჯერ თავისი პირველი ქროსოვერი მოდელ X-ი ბაზარზე არ გამოუყვანია და მისი კონკურენტების შექმნაზე უკვე მუშაობენ პრემიუმ სეგმენტის გერმანული კომპანიები. მათ შორის პირველი ალბათ აუდი იქნება, რომელიც მალე ელექტრულ უგზოობის მოდელ Q6 e-ტრონის წარმოებას დაიწყებს და როგორც ჩანს, ძალიან არც მერსედეს-ბენცს დააგვიანდება.

Mercedes-Benz-GLC-4

არაოფიციალური ინფორმაციით, შტუტგარტელები სრულიად ახალ ქროსოვერზე მუშაობენ, რომელიც მხოლოდ ელექტრული ძალური დანადგარით აღიჭურვება. ეს ავტომობილი უახლესი GLC-ს არქიტექტურაზე აიგება და მისი სახელი, ELC იქნება. სახელის გარდა, მას გარეგნობასაც შეუცვლიან. გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, GLC-ს და ELC-ს საერთო მხოლოდ სახურავი და ფანჯრები ექნებათ. საერთო ჯამში კი, ელექტრული ქროსოვერი უფრო ეფექტური აეროდინამიკით იქნება გამორჩეული, რაც ენერგიის ეკონომიურად მოხმარებასა და აქედან გამომდინარე, სვლის სიშორის გაზრდაში პოვებს ასახვას.

რაც შეეხება ELC-ს ძალურ დანადგარს, მასში მინიმუმ ორი ელექტრო ძრავი შევა, რომლებსაც ენერგიით ავტომობილის ძირზე განლაგებული ელემენტების ბლოკი მოამარაგებს. ავტომობილის ძრავების ჯამური სიმძლავრე 536 ცხენის ძალას მიაღწევს, სვლის სიშორე კი 400 კილომეტრი იქნება. ამ მონაცემებით, ELC-ს „Q6 e-ტრონთან“ და „მოდელ X-თან“ კონკურენცია არ გაუჭირდება.

გარდა იმისა, რომ ELC სამქიმიანების პირველი სერიული ელექტრომობილი უნდა გახდეს, ის იქნება პირველი სერიული მოდელი, რომელიც უსადენო დასამუხტი სისტემით სარგებლობასაც შეძლებს. გარდა ამისა, სტანდარტულ ეკიპირებაში, სწრაფად დასამუხტი მოწყობილობაც შევა.