პატარა კანადურმა კომპანია Electra Meccanica-მ, რომელიც ინოვაციური ელექტრომობილების წარმოებაზეა ორიენტირებული, თავისი ახალი პროდუქტი, პატარა ახალი სამბორბლიანი ელექტრომობილი Solo გაგვაცნო. წარდგენა ვანკუვერში, ლუქს და სუპერ ავტომობილების ფორუმის დროს ჩატარდა.

პრეზენტაციისას, Electra Meccanica-მ გამოაცხადა, რომ Solo-ს გაყიდვების მომავალი წლიდან დაიწყება და ის 15 500 დოლარი ეღირება. მის მოძრაობას უზრუნველყოფს სინქრონული ელექტრო ძრავი, რომელიც 82 ცხენის ძალას და 190 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავს ენერგიით კვებავს 16.1 კილოვატსაათი ტევადობის ელემენტების ბლოკი. ავტომობლის სვლის სიშორე 160 კილომეტრია. 110-ვოლტიანი შტეპსელიდან, ელემენტების სრული დამუხტვისთვის კი 6 საათია საჭირო, 220-ვოლტიანიდან კი – სამი საათი.

electra-meccanica-solo-33

„ეს ავტომობილი მისწრებაა მართვის ენთუზიასტების, მგზავრებისთვის და გარემოზე მზრუნველი ადამიანებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ Solo მალე გახდება სამგზავრო საშუალება მასებისთვის. მას არ აქვს გამონაბოლქვი, არის ძალიან ეკონომიური ექსპლუატაციაში, მისი მართვა კი ადამიანებს სიამოვნებას მიანიჭებს“, – ამბობს კანადური კომპანიის მთავარი მმართველი დირექტორი ჰენრი რაისნერი.

ერთადგილიანი Electra Meccanica Solo მხოლოდ 355 მილიმეტრით გრძელია Smart ForTwo-ზე და 483 მილიმეტრით მოკლეა Fiat 500-ზე. მისი სიგრძე სულ რაღაც, 3 040 მილიმეტრია, სიგანე 1 210 მილიმეტრი, სიმაღლე 1 280 მილიმეტრი. წინა და უკანა ბორბლებს შორის ბაზა კი 2 040 მილიმეტრია.

VANCOUVER, CANADA - SEPTEMBER 7, 2016:  The 2017 ElectraMeccanica SOLO in Vancouver, British Columbia, Canada September 7, 2016.   (Photo by Jeff Vinnick/ElectraMeccanica)

პატარა ავტომობილი ალუმინის 15-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც Continental-ის ყოველსეზონური საბურავებითაა შემოსილი. მათი ზომებია: წინების 155/60 და უკანის (მხოლოდ ერთია) – 175/55. საბარგულის მოცულობა 285 ლიტრია. დაახლოებით ამდენივე აქვს Mercedes-Benz C300 Coupe-ს.

Solo ეკიპირებულია ჰალოგენური მთავარი ფარებით და დღის ფარებით, გარე სარკეებით, რომლებიც თბება. სალონში საჭის რგოლის უკან განლაგდა პატარა LCD ეკრანი, რომელიც მაჩვენებლების დაფას ცვლის. ოპციის სახით მყიდველს შესთავაზებენ კონდცირების სისტემას, ფანჯრების დაორთქვლისგან დამცავი სისტემას, სავენტილაციო სისტემას, შუშის ელექტრო ამწევებს, უკანა ხედვის კამერას და უგასაღებო სისტემას.