მაზდას მარკეტერებმა გადაწყვიტეს მთავარი საკომუნიკაციო მესიჯი “Zoom Zoom” 15 წლის შემდეგ შეეცვალათ და ახალი მესიჯის ქვეშ წამოეწყოთ ახალი ავტომობილების სარეკლამო კამპანია. Driving Matters – სლოგანის ქვეშ მაზდამ ახალი MX-5 Miata-ს გენიალური სარეკლამო ვიდეორგოლი შემოგვთავაზა, რომელშიც მაზდას მძღოლის ცხოვრების გზა გვაჩვენა მის ავტომობილთან ერთად.