30 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი საქართველოს დრიფტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატს – Drift King 2016-ის მეოთხე ეტაპს უმასპინძლებს. ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი განსაკუთრებული და განსხვავებული იქნება იმით, რომ შეჯიბრზე მონაწილეობას მიიღებს ლიტველი მრბოლელი გედიმინას ივანაუსკასი, რომელიც საქართველოს 26 ოქტომბერს ესტუმრება, საქართველოს დრიფტის ფედერაციის განსაკუთრებული მოწვევით.

ჩემპიონატის მეოთხე ეტაპთან დაკავშირებით სმარტბოქსი დრიფტის ფედერაციის დამფუძნებელს და ღონისძიების ერთ-ერთ ორგანიზატორს, გვანცა შიშინაშვილს გაესაუბრა:

SmartBox: ეს ჩემპიონატის გამორჩეული ეტაპია, რას პირდებით განსაკუთრებულს მოსულ გულშემატკივარს?

მოსულ გულშემატკივრებს დაუვიწყარ სანახაობას ვპირდებით. შეჯიბრის დროს წარმოდგენილი იქნება რამდენიმე სახის სანახაობა, მათშორის მოყვარულ და პროფესიონალ კლასსში მოასპარეზე მრბოლელების შოუ, ცეცხლოვანი ბიჭების ექსტრემალური შოუ, მოტო შოუ და ა.შ.

გარდა ამისა, მოგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს შეჯიბრზე მონაწილეობას მიიღებს ლიტველი მრბოლელი გედიმინას ივანაუსკასი, რომელიც სპეციალურად გვეწვევა 26 ოქტომბერს საქართველოში. ამ ეტაპზე გედიმინასი იასპარეზებს გიორგი სარიშვილის ავტომობილით.

გვანცა შიშინაშვილი

საქართველოს დრიფტის ფედერაცია

SmartBox: როგორ შეაფასებდით გავლილ ჩემპიონატს? რამდენად გაამართლა თქვენი იმედები?

როგორც შეჯიბრის ორგანიზატორი, გეტყვით რომ ძალიან კმაყოფილი ვარ იმ სამი ეტაპით რომელიც ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრს ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა , როგორც სპონსორებისგან ასევე გულშემატკივრებისგან, არ შემიძლია არ აღვნიშნო მეორე ეტაპი, რომელიც გაიმართა ქალაქ ქუთაისსში, მთელი შეჯიბრის განმავლობაში შეუჩერებლად წვიმდა, მაგრამ წვიმის მიუხედავად შეჯიბრზე მოსული გულშემატკივარი მოუთმენლად და დიდი ენთუზიაზმით ელოდა ფინალურ გარბენებს. ქუთაისის შეჯიბრს დაახლოებით 3 000 ადამიანი ესწრებოდა. 2016 წელს დავიწყეთ ოფიციალურად შეჯიბრებების ჩატარება, ყველა შეჯიბრმა წარმატებით და მშვიდობიანად ჩაიარა, შესაბამისად ჩვენი მოლოდინებიც გამართლდა.

გვანცა შიშინაშვილი

საქართველოს დრიფტის ფედერაცია

SmartBox: გაგვანდეთ თქვენი სამომავლო გეგმები? შემდეგ სეზონში რას პირდება ფედერაცია საზოგადოებას?

ახალი სეზონისთვის ფედერაცია ბევრ სიახლეს პირდება დრიფტის გულშემატკივრებს. ჩვენი მიზანია უცხოელი სპორტსმენების მოწვევა საქართველოში და ასევე ქართველი მრბოლელების გაგზავნა საზღვრებს გარეთ. რაც მთავარია პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით და ფედერაციის მრბოლელი, გიორგი სარიშვილი გაემგზავრა ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსსში, სადაც იასპარეზა სემი-პრო კლასის შეჯიბრში. ასევე როგორც ზემოთ ვახსენე, 30 ოქტომბერს გვეწვევა ლიტველი მრბოლელი, რომელიც შეეცდება კონკურენცია გაუწიოს და შეეჯიბროს ქართველ მრბოლელებს. ვნახოთ რა მოხდება რუსთავის ავტოდრომზე. ასევე ფედერაციას მჭიდრო კავშირი აქვს თურქეთის სპორტის ფედერაციასთან. სამწუხაროდ 2016 წელს ჩვენი შეჯიბრები ერთმანეთს დაემთხვა და ამის გამო თურქებმა ვერ მოაერხეს ჩამოსვლა, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს 2017 წელს კალენდარს ერთად , შეთანხმებულად შევადგენთ და თურქებსაც ვიხილავთ საქართველოში DRIFT KING 2017 – ზე.

ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ 2017 წელი იქნება ახალი სპონსორების და ახალი მრბოლელების წელი, მინდა მოვუწოდო ყველა მოყვარულ კლასსში მოასპარეზე მრბოლელს, მოიძიონ სპონსორები, მოინდომონ ძალიან ბევრი, რადგან ჩვენ ის თაობა ვართ, რომლებიც ვცდილობთ საქართველოში დრიფტის აღორძინებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც გაიზრდება პროფესიონალ კლასსში მრბოლელების რაოდენობა, ამასთანავე გაიზრდება სპონსორების რაოდენობაც.

გვანცა შიშინაშვილი

საქართველოს დრიფტის ფედერაცია

SmartBox: თუ აპირებთ მომავალ სეზონში მოყვარულთა კლასის დამატებას?

რაც შეეხება მოყვარული დრიფტერების კლასს, ფედერაციის ჩამოყალიბების თანავე გადავწყვიტეთ, რომ ფედერაცია ჩაატარებდა მხოლოდ პროფესიონალი კლასის შეჯიბრს.

შესაძლებელია მოყვარულთა კლასის დამატება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათი ავტომობილები დააკმაყოფილებენ იმ წესებს , რაც მოცემული იქნება რეგლამენტში. მოყვარული და პრო კლასის ავტომობილები, მხოლოდ უსაფრთხოების კარკასით არ უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, აუცილებელია მოყვარულ კლასსში მოასპარეზე მრბოლელს სრულ მზადყოფნაში ყავდეს ავტომობილი, როგორც უსაფრთხოების და ტექნიკური,  ასევე ვიზუალის მხრივ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, იმედი გვაქვს 2017 წელი იქნება ბევრი სიახლის და წარმატების მომტანი წელი.

გვანცა შიშინაშვილი

საქართველოს დრიფტის ფედერაცია

30 ოქტომბერს - Drift King [Stage 4] 🏁 🏆 ღონისძიების მედია პარტნიორია #SmartBox-ი!

Posted by SmartBox - სმარტბოქსი on Monday, October 24, 2016

30 ოქტომბრის ღონისძიების განრიგი ასე გამოიყურება:

  • 09:00-10:00 – მრბოლელების რეგისტრაცია
  • 10:30-11:00- ბრიფინგი საკონფერენციო დარბაზში
  • 11:30-12:00- ფოტო, ვიდეო და მედია აკრედიტაცია
  • 12:00-13:00- ვარჯიში
  • 13:00-13:40- სტარტი-კვალიფიკაცია
  • 13:40-14:00- მოტო შოუ
  • 14:00:14:40- მერვედ ფინალი
  • 14:40-15:00-მოყვარულ კლასსში მოასპარეზე დრიფტერების შოუ
  • 15:00-15:30-ნახევარფინალი
  • 15:30-15:45-ცეცხლოვანი ბიჭები და გოგოების და პრო-კლასის დრიფტერების შოუ
  • 15:45-16:00-ფინალი
  • 16:00-16:15- დაჯილდოვება და სამახსოვრო სურათები.

შეგახსენებთ რომ ღონისძიებაზე დასწრება უფასოა!